''ლოპეტეგის ფეკირის შეძენა სურს'' - ''ლივერპულმა'' მოლაპარაკება გააჭიანურა''
Aa
Aa

''ლოპეტეგის ფეკირის შეძენა სურს'' - ''ლივერპულმა'' მოლაპარაკება გააჭიანურა''

საფეხბურთო კლუბი მადრიდის ''რეალი'' ნაბილ ფეკირის გადაბირებისთვის ბრძოლაში ჩაერთო. წარმატებული სეზონის შემდეგ ფრანგი ფლეიმეიქერი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელია.

''ლიონის'' პრეზიდენტის თქმით ''ლივერპულმა'' ფეკირის ტრანსფერთან დაკავშირებით წარმოებული მოლაპარაკება ძალიან გაწელა. 

''მოლაპარაკების პირველ სტადიაზე გათვალისწინებული იყო, რომ ფეხბურთელი ''ლივერპულში'' გააგრძელებდა კარიერას. ფეხბურთელს მწვანე შუქი ავუნთეთ, თუმცა ინგლისურმა კლუბმა მოლაპარაკება გააჭიანურა.

ფეკირი განსაკუთრებული ფეხბურთელია. მას შეუძლია მცირე ფართობზე ბურთის შენარჩუნება. მას ფანტასტიური ტალანტი აქვს.

ნაბილის შეძენით არაერთი ევროპული კლუბი დაინტერესდა. მათ შორისაა მადრიდის ''რეალი,'' თუმცა ინტერესი არა კლუბის ხელმძღვანელებს, არამედ ახალ მთავარ მწვრთნელ ხულენ ლოპეტეგს აქვს.

გამომდინარე იქიდან, რომ ფეკირის დამატება საკმაოდ ბევრ გუნდს სურს, ყველაფერი შესაძლებელია'' - განაცხადა ფრანგული კლუბის პრეზიდენტმა ჟან მიშელ ოლამ francais.rt-თან საუბარში.

ერთ-ერთი ვერსიით ფეკირის ტრანსფერი მუხლის ტრავმამ გააჭიანურა. ტრავმასთან დაკავშირებით ფეხბურთელმა ისაუბრა: ''ტრავმა სრულად მოვიშუშე. თავს კარგად ვგრძნობ. ამჟამად საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მუნდიალზე ვარ. ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. ამ ეტაპზე ჩემს მომავალზე საუბრის დრო არაა. ყველაფერს მოგვიანებით ვნახავთ.''

მიმდინარე თვის დასაწყისში „ლიონმა“ ოფიციალურ ვებგვერდზე განცხადება გამოაქვეყნა, რომლითაც გულშემატკივრებს მოლაპარაკებების ჩაშლა აუწყა.

„გაცნობებთ, რომ ნაბილ ფეკირის „ლივერპულში“ ტრანსფერი არ შედგა და შაბათ საღამოს მოლაპარაკებები „ლიონმა“ ოფიციალურად დაასრულა. „მერსისაიდული“ გუნდი ნაბილის გადაბირებით ყველაზე მეტად იყო დაინტერესებული, თუმცა ფეკირის საკუთარ რიგებში ხილვა ევროპის რამდენიმე ამბიციურ კლუბსაც სურს. „ლიონი“ კაპიტნის დარჩენით მოხარულია და სჯერა, რომ 2018-19 წლების ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე იგი გუნდის ნამდვილი ლიდერი იქნება“.

აღსანიშნავია, რომ გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათის შემდეგ "ლიონმა" განცხადება საიტიდან წაშალა. უცხოურ პრესაში ფრანგების გადაწყვეტილების განმაპირობებელი ფაქტორები, ჯერჯერობით არ ხმაურდება.''

განცხადების მიუხედავად ფეხბურთელის აგენტი ფიქრობს, რომ ტრანსფერი კვლავ შესაძლებელია.

''ეს ამბავი არ დასრულებულა. მოლოდინის რეჟიმში ვართ. ვნახოთ რა მოხდება'' - აღნიშნა ფეკირის აგენტმა lci-თვის მიცემულ კომენტარში.

24 წლის ნაბილ ფეკირს პროფესიულ კარიერაში მხოლოდ ''ლიონის'' მაისურით უთამაშია. 2013 წლიდან ფრანგული კლუბის ძირითად გუნდში ასპარეზობს. მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ის 28 მატჩში 18 გოლი შეაგდო.  2015 წლიდან საფრანგეთის ეროვნულ გუნდში იწვევენ, რომლის მაისურით 14 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები