„ღმერთმა გადმომხედა!“ - პიტერ შილტონი არგენტინის მარცხმა გაახარა
Aa
Aa

„ღმერთმა გადმომხედა!“ - პიტერ შილტონი არგენტინის მარცხმა გაახარა

ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე, პიტერ შილტონი, რომელსაც 1986 წელს დიეგო მარადონამ ყველასათვის ცნობილი გოლი - „ღმერთის ხელი“ გაუტანა, არგენტინა - ხორვატიის მატჩს გამოეხმაურა. 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის D ჯგუფის შეხვედრაში, არგენტინა ხორვატიასთან ანგარიშით 3:0 დამარცხდა, რის შემდეგაც „ალბისელესტეს“ ჯგუფიდან გასვლის შანსები შემცირდა.

თუმცა არგენტინის ეს დამარცხება ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარისთვის სასიხარულო აღმოჩნდა, რადგან „ალბისელესტემ“ მისთვის მტკივნეულ დღემდე ერთი დღით ადრე წააგო. 32 წლის წინ მარადონამ მას გოლი სახელად - „ღმერთის ხელი“ გაუტანა.

 

მატჩის შემდეგ პიტერ შილტონმა Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე დაწერა - „ამ დილით ღმერთმა გადმომხედა! მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის ყველაზე ცუდ თამაშს ვუყურე და ეს „ღმერთის ხელის“ გოლის 32 წლის იუბილემდე ერთი დღით ადრე მოხდა.“

ხორვატიასთან მარცხის შემდეგ არგენტინის ნაკრები რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა. იმისათვის რომ ხორხე სამპაოლის შეგირდები ჯგუფიდან გავიდნენ ისლანდიის ნაკრებმა ნიგერიის ეროვნულ გუნდს ვერ უნდა მოუგოს, ხოლო შემდეგ არგენტინელებმა ნიგერიელები უნდა დაამარცხონ.

D ჯგუფში გამართული 2 მატჩის შემდეგ არგენტინას 1 ქულა აქვს, ჯგუფის ლიდერი კი 6 ქულით ხორვატიაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები