მოდრიჩი:
Aa
Aa

მოდრიჩი: "მესი წარმოუდგენელი ფეხბურთელია, მაგრამ მარტო ვერაფერს გააკეთებს"

არგენტინის დამარცხების შემდეგ ბალკანელთა ლიდერმა ლუკა მოდრიჩმა პრესასთან ისაუბრა და განვლილი მატჩი შეაფასა.

მოდრიჩი ლეო მესის ნაკრებში თამაშსაც შეეხო და საინტერესო კომენტარი გააკეთა.

“ის წარმოუდგენელი ფეხბურთელია, მაგრამ არ შეიძლება ველოდოთ, რომ ყველაფერს მარტო გააკეთებს.

ფეხბურთში ჩვენ თანაგუნდელების დახმარება გვჭირდება, მაშინაც კი როცა შენ შესანიშნავი მოთამაშე ხარ.

ჩემი შეხედულებით, მესი კარგად გამოიყურება, მაგრამ უშუალოდ ამ შეხვედრაში ჩვენ ზონების დაკეტვა მოვახერხეთ. მასკერანო და ყველა მოთამაშე, რომლებიც ლეოს ბურთს აწვდიდნენ შევზღუდეთ.

მატჩის დასაწყისიდანვე ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს გაგვეკეთებინა. როდესაც ეს შევძელით, შემდეგ ჩვენი რიტმიც დავიჭირეთ და ბურთი გავაკონტროლეთ.

ვფიქრობ, რომ ჩვენ შესანიშნავი პერფორმანსი გვქონდა და მოედანზე უდაოდ საუკეთესოები ვიყავით.

პირველ ნახევარში სამი საგოლე მომენტი გვქონდა. მეორე ნახევარში მეკარის შეცდომა ძალიან დაგვეხმარა. მაორე ტაიმში უკეთ გამოვიყურებოდით“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები