აგუერო:
Aa
Aa

აგუერო: "მოდით, სამპაოლიმ თქვას, რაც უნდა"

არგენტინისა ხორვატიის გუშინდელი მატჩის შემდეგ, სრულიად "ალბისელესტე" და განსაკუთრებით მისი თავკაცი, ხორხე სამპაოლი, კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარეს. 

მწვრთნელის გადაწყვეტილებებს ყველა განიხილავს, იმის მიუხედავად, ფეხბურთის მცოდნეა, დალაქი, ხარაზი თუ უბრალოდ ტაქსის მძღოლი.

სამპაოლისთან დაკავშირებით, ჟურნალისტები სერხიო აგუეროსაც დაეკითხნენ, რომელმაც საუბარს თავი აარიდა, თუმცა მიანიშნა, რომ მწვრთნელის ზოგი გადაწყვეტილება მისთვისაც გაუგებარია.

"მოდით, სამპაოლიმ თქვას, რა უნდა. თამაშის შემდეგ გაბრაზებულები, განადგურებულები და დამწუხრებულები ვიყავით. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო, მაგრამ დავმარცხდით.

თუმცა ვიცით, რომ შანსი ისევ გვაქვს და ისლანდია-ნიგერიის თამაშს უნდა დაველოდოთ, შემდეგ კი თავად ნიგერიელთა დამარცხება ვცადოთ". - აქვეყნებს აგუეროს სიტყვებს არგენტინული გამოცემა Ole.

შეგახსენებთ, რომ თუკი ისლანდია ნიგერიის ნაკრებს დაამარცხებს, არგენტინის ჯგუფიდან გასვლის შანსი საგრძნობლად მცირდება. ერთი ფაქტია, რომ "ალბისელესტე" ყველა ვარიანტში ხორვატიის ნაკრებზეა დამოკიდებული, რომელიც ბოლო ტურში ისლანდიას უნდა შეხვდეს.

სხვათაშორის, მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ისლანდია და ხორვატია ერთ ჯგუფში თამაშობდნენ და ისლანდიელებმა პირველი ადგილი დაიკავეს, ხორვატებმა კი - მეორე. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები