რატომ ვერ ბრწყინავს მსოფლიოზე მესი კრიშტიანუ რონალდუს მსგავსად?
Aa
Aa

რატომ ვერ ბრწყინავს მსოფლიოზე მესი კრიშტიანუ რონალდუს მსგავსად?

გუშინ ლიონელ მესის არგენტინამ ხორვატიასთან უშანსოდ, 3-0 წააგო და მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე ჩარჩენის სერიოზული საფრთხის წინაშე დადგა. „ალბისელესტეს“ ვარსკლავი საშინლად გამოიყურება, რასაც კრიშტიანუ რონალდუზე ნამდვილად ვერ ვიტყვით . „რეალის“ თავდამსხმელმა ესპანეთს ჰეთ-თრიქი შეუსრულა და მაროკოსთან გამარჯვების გოლი გაიტანა.

მესისა და რონალდუს გამოსვლაზე Daily Mail-ის საფეხბურთო ექსპერტებმა, ჯეიმი რედნაპმა, კრის სატონმა, მარტინ კიოუნმა და იან ლედიმენმა იმსჯელეს და ის მიზეზები დაასახელეს, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატზე მესის თავის გამოჩენის საშუალებას არ აძლევს.

ჯეიმი რედნაპი

რონალდუ პორტუგალიის ნაკრებში წნეხის ქვეშ არაა, მას მარადონას მსგავსი წარსულის აჩრდილები არ "ტანჯავს" და ისინი მასზე ზეგავლენას ვერ ახდენენ. სიმართლე გითხრათ გუშინ მესი ისე გამოიყურებოდა თითქოს არგენტინის ნაკრებში თამაში არ სურდა.

მარტინ კიოუნი

უდავოა, რომ წარმატების მისაღწევად ვარსკლავებისგან მაქსიმუმის მიღებაა საჭირო, მაგრამ ხორხე სამპაოლის ამისთვის აუცილებელი პლატფორმა არ შეუქმნია. მესი ხორვატიის წინააღმდეგ თითქმის არ ჩანდა. სწორი სისტემის და სათამაშო გეგმის შერჩევა მწვრთნელის პრეროგატივაა და წარუმატებლობაში კონკრეტული ფეხბურთელების დადანაშაულება სრული სისულელეა.

კრის სატონი

არგენტინას გამარჯვება უნდოდა და მესი ბურთს მხოლოდ 49-ჯერ შეეხო! შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ეგიდით ეს მისი ანტირეკორდია. მართალია ნახევარდაცვას ლეომდე ბურთი ვერ მიჰქონდა, მაგრამ ფაქტია, რომ მესი თამაშის შესაცვლელად და შეტევების გასამწვავებლად გაცილებით მეტს უნდა აკეთებდეს.

იან ლედიმენი

ყველა მესის შესახებ საუბრობს და მოდრიჩს ყურადღებას არავინ აქცევს. ლუკამ საოცარი შეხვედრა ჩაატარა, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო და გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. ყველაფერთან ერთად მოდრიჩმა მეტოქის კარში საოცარი გოლი გაიტანა!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები