კარლო ანჩელოტიმ „მილანის“ გაწვრთნის სურვილი გამოთქვა
Aa
Aa

კარლო ანჩელოტიმ „მილანის“ გაწვრთნის სურვილი გამოთქვა

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის განცხადებით, ის მომავალში „მილანში დაბრუნებას არ გამორიცხავს. ამ ფაქტს ესპანური პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციაც ამყარებს, რომლის მიხედვითაც დიდი შანსია, რომ სეზონის ბოლოს იტალიელმა სპეციალისტმა დაკავებული პოსტი დატოვოს.

 

„მიუხედავად ბევრი სირთულისა, ინძაგი ნამდვილად არ შემცდარა როდესაც მან „მილანი“ ჩაიბარა. როდესაც ასეთი დიდი კლუბის გაწვრთნას გთავაზობენ, ამ წინადადებას უნდა დათანხმდე. მე მას ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ. მსურს თუ არა „როსონერიში“ კვლავ მუშაობა? რათქმაუნდა! „მილანი“ ერთადერთი კლუბია, სადაც კი შეიძლება დავბრუნდე“ - განაცხადა კარლო ანჩელოტიმ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები