''ირანელი ქალი ქომაგების გამარჯვების დღე'' - რამოსი ისტორიულ ფაქტს გამოეხმაურა
Aa
Aa

''ირანელი ქალი ქომაგების გამარჯვების დღე'' - რამოსი ისტორიულ ფაქტს გამოეხმაურა

მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ესპანეთის ნაკრებმა მინიმალური სხვაობით ირანი დაამარცხა.

უკანასკნელი 38 წლის განმავლობაში ირანში მცხოვრებ მანდილოსნებს პირველად დართეს სტადიონზე დასწრების ნება. თეირანის აზადის სტადიონზე მდედრობითი სქესის წარმომადგენლებმა ესპანეთისა და ირანის მატჩს დიდ ეკრანზე ადევნეს თვალი.

''თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის, ეს იქნება საყოველთაო აღმავლობის დასაწყისი და ქალბატონები სტადიონზე დასწრების უფლებას მიიღებენ'' - isna.ir-თან საუბარში განაცხადა ირანელმა თიაბეჰ სიავოშიმ, რომელიც ირანში ქალთა უფლებათა დამცველია. მან კომენტარი მატჩის დაწყებამდე გააკეთა.

ირანული მედიის ცნობით ხელისუფლება მანდილოსანთან სტადიონზე დასწრების წინააღმდეგი იყო, თუმცა გულშემატკივრების წინააღმდეგობის შემდეგ პოლიციამ უკან დაიხია. პროტესტის შემდეგ ირანის შინაგან საქმეთა მინისტრმა აბდოლრეზა რაჰმანი ფაზლიმ მანდილოსნების სტადიონზე შესვლის გადაწყვეტილება მიიღო.

1980 წლიდან მოყოლებული ირანში მანდილოსნებს სპორტულ ღონისძიებებზე დასწრების უფლება არ ჰქონდათ. აღნიშნულ ფაქტს ესპანეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანი სერხიო რამოსი გამოეხმაურა, რომლის თქმით ერთადერთი, ვინც გაიმარჯვა, ირანელი ქალი გულშემატკივრები იყვნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები