Aa
Aa

თორნიკე შენგელიამ საკუთარ მომავალზე ისაუბრა

2017-18 წლების სეზონის ბოლო მატჩის შემდეგ „ბასკონიას“ ფორვარდმა, თორნიკე შენგელიამ, საკუთარ სტატუსზე და კარიერის განვითარების სავარაუდო ვარიანტებზე ისაუბრა.

თოკომ ვიტორიულ გადაცემასთან, „RV Supercanasta“-თან ინტერვიუში აღნიშნა:“ბასკონიასთან კონტრაქტი კიდევ ორი წლით მაკავშირებს და ჯერჯერობით სხვა არაფრის თქმა არ შემიძლია. მომავალში რა მოხდება ნამდვილად არ ვიცი, ახლა შესვენებით სარგებლობა და დროის ოჯახთან გატარება მინდა".

შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელიამ კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი ჩაატარა. ქართველი ფორვარდი ევროლიგის წლის საუკეთესო ხუთეულში მოხვდა და ევროპულ ტურნირზე 33 შეხვედრაში საშუალოდ 13.7 ქულას, 6.1 მოხსნას და 2.2 გადაცემა დააგროვა. რაც შეეხება ესპანეთის ჩემპიონატს, თოკომ წლის სიმბოლურში ადგილი აქაც დაიკავა და სეზონი საშუალოდ 16.1 ქულით და 5.5 მოხსნით დაასრულა.

რაც შეეხება „ბასკონიას“, გუნდმა საკმაოდ წარმატებული სეზონი ჩაატარა, ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალში გავიდა და ევროლიგის საუკეთესო 8 გუნდს შორის მოხვდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები