მარკუს რეშფორდი: “რონალდუ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია“
Aa
Aa

მარკუს რეშფორდი: “რონალდუ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია“

ინგლისის ნაკრების შემტევმა, მარკუს რეშფორდმა ჟურნალისტებთან საუბრისას კრიშტიანუ რონალდუს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი უწოდა და განაცხადა, რომ პორტუგალიელისგან დიდ მოტივაციას იღებს.

კრიშტიანუმ მსოფლიო ჩემპიონატი საოცრად დაიწყო და საწყის ორ შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა. რონალდუ დიეგო კოშტასთან და ჰარი კეინთან ერთად „ოქროს ბუცის“ მოპოვების მთავარი კანდიდატია. რაც შეეხება რაშფორდს, მას პორტუგალიელთან ახლო ურთიერთობა აქვს და იგი მუდამ მისი მისაბაძი მაგალითი იყო.

ITV-სთან საუბრისას მარკუსმა განაცხადა:“კრიშტიანუ საოცარ მომენტს ყველა შეხვედრაში ქმნის და მისგან უდიდეს მოტივაციას ვიღებ“.

„არის თუ არა რონალდუ მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე?! მე ვფიქრობ, რომ არის! იგი საუკეთესოს სტატუსის შენარჩუნებასთან ერთად ახალ სიმაღლეებს რეგულარულად იპყრობს. მასთან გათანაბრებას წლები და თავდაუზოგავი ვარჯიში სჭირდება“.

როგორც აღვნიშნეთ, რონალდუსა და რეშფორდს შორის საკმაოდ კარგი ურთიერთობაა. ასოციაციის თასის ნახევარფინალის წინ პორტუგალიელმა მარკუსს წითელი „Nike Air Max 97 CR7“ და ხელმოწერილი „რეალის“ მაისური გაუგზავნა. რაც შეეხება მსოფლიო ჩემპიონატს ორივე ნაკრებს ჯგუფიდან გასვლა თითქმის განაღდებული აქვს, ინგლისი მერვედფინალის საგზურის პანამასთან გამარჯვების შემდეგ, ხოლო პორტუგალია ირანთან მოგების ან ფრეს მიღწევის შემდეგ გაინაღდებს.

ინტერვიუში რეშფორდი მუნდიალზე საკუთარი ნაკრების გამოსვლასაც შეეხო და განაცხადა: „ტუნისთან გამართული დაპირისპირება განსაკუთრებული და დაუვიწყარი მატჩი გამოდგა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ინგლისის ნაკრების მაისურით საუკეთესო შეგრძნება დამეუფლა. იმედი მაქვს პოზიტიური განწყობა გუნდში დარჩება და მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით ასპარეზობაში დაგვეხმარება“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები