Sports Illustrated: კვერკველია ''ლესტერში'' გადასვლასთან ახლოსაა
Aa
Aa

Sports Illustrated: კვერკველია ''ლესტერში'' გადასვლასთან ახლოსაა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი სოლომონ კვერკველია ''ლესტერში'' გადასვლასთან ახლოსაა. გავლენიანი ამერიკული გამოცემის, Sports Illustrated-ის ცნობით მოსკოვის ''ლოკომოტივის'' 26 წლის ცენტრალური მცველი კარიერას ინგლისის პრემიერლიგის გუნდში გააგრძელებს.

ქართველმა ფეხბურთელმა 1TV-სთან საუბარში განაცხადა, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობდა, თუმცა leicestermercury იუწყებოდა, რომ ტრანსფერი ჩაიშალა. leicestermercury-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ Sports Illustrated-ის ცნობით მოლაპარაკება დასასრულს უახლოვდება და მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან.

ახლახანს ინგლისის პრემიერლიგის 2016 წლის ჩემპიონმა 22 მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ ''ნორვიჩიდან'' ჯეიმს მედისონი გადაიბირა.  კლოდ პიუელის გუნდმა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას მესამე ტრანსფერი განახორციელა. ახალი სეზონიდან ინგლისური კლუბისთვის ჯონი ევანსი და რიკარდო პერეირა ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები