Aa
Aa

ესპანეთის რთული გამარჯვება ირანთან - ყველაფერს ბოლო ტური გადაწყვეტს!

B ჯგუფის მეორე ტური საკმაოდ პრაგმატული გამოდგა. პირველ მატჩში პორტუგალიამ მაროკო დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა, ხოლო ესპანეთმა კიდევ უფრო რთულ შეხვედრაში ირანს ანალოგიური ანგარიშით სძლია.

ფერნანდო იეროს გუნდს ირანის წინააღმდეგ ძალიან გაუჭირდა და სამი ქულა დიეგო კოშტას შემთხვევითი გოლის წყალობით მოიპოვა.

ირანს მატჩის გადარჩენის საშუალება არაერთხელ მიეცა, მაგრამ ფორტუნა მათ მხარეს არ იყო.

ესპანეთისა და ირანის მატჩი ისტორიული გამოდგა. კერძოდ, 1954 წლის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად მოხდა, რომ საწყის 20 შეხვედრაში მინიმუმ ერთი გოლი გავიდა.

ჯერჯერობით 0:0 არცერთი მატჩი არ დასრულებულა და ეს მხოლოდ დასაწყისია.

შეგახსენებთ, რომ დასკვნით ტურში ესპანეთი უმოტივაციო მაროკოს დაუპირისპირდება, ხოლო პორტუგალია ირანს.

B ჯგუფში ჯერჯერობით არაფერი გარკვეულა და წინ ძალიან დაძაბული შეხვედრები გველის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები