Aa
Aa

"ჰორნეთსმა" დუაით ჰოვარდი "ბრუკლინ ნეთსში" გაუშვა

"შარლოტმა" "ბრუკლინთან" შეთანხმებას მიაღწია და როგორც ადრიან ვოინაროვსკი იტყობინება ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ პირველი გაცვლას ვიხილავთ. "ჰორნეთსმა" დუაით ჰოვარდი ტიმოფეი მოზგოვის და ორი მეორე რაუნდის არჩევანის უფლების სანაცვლოდ დათმო.

ჩრდილოეთ კაროლინელებს ჰოვარდის მაღალანაზღაურებადი კონტრაქტის მოშორება სურდათ, დუაითს 2018-19 წლების სეზონში, რომელიც ასევე ხელშეკრულების ბოლო წელია, 23.8 მილიონი უნდა მიეღო. "ნეთსის" მიერ გაგზავნილი ორი არჩევანის უფლებიდან ერთი წლევანდელი,  ხოლო მეორე 2021 წლისაა. დუაითს საოცარი სეზონი ჰქონდა და 16.5 ქულასთან ერთად 12.5 მოხსნას აგროვებდა.

რაც შეეხება მოზგოვს, რუს ცენტრს "ბრუკლინთან" 2 წლიანი 32 მილიონიანი კონტრაქტი აკავშირებდა. "ნეთსის" რიგებში ტიმოფეიმ მხოლოდ 31 შეხვედრა ჩაატარა და საშუალოდ 4.2 ქულა და 3.2 მოხსნა მიითვალა.

შეგახსენებთ, რომ მორატორიუმის გამო გაცვლა 6 ივლისამდე ვერ გაოფიციალურდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები