Aa
Aa

"იღბლიანი დამარცხებულის" რანგში, ბასილაშვილმა პირველი წრე გაიარა და ჩორიჩს შეხვდება

იმის მიუხედავად, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰალეს ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე დამარცხდა, იგი გათამაშების ძირითად ბადეში "იღბლიანი დამარცხებულის" რანგში მოხვდა და პირველ წრეში, 17 წლის გერმანელ რუდოლფ მოლეკერს შეხვდა.

თამაში ქართველის უპირატესობით წარიმართა და ნიკოლოზმა პირველი პარტია 1 ბრეიკით, 6:4 მოიგო, თანაც მეტოქისთვის ბრეიკ-პოინტიც არ მიუცია.

გაცილებით დაძაბული გამოდგა მეორე სეტი, როცა მოთამაშეებმა ბრეიკები გაცვალეს, მე-8 გეიმში კი გერმანელს მოწინააღმდეგის მოწოდების აღების 3 შანსი მიეცა, თუმცა ვერ გამოიყენა და საბოლოოდ, ტაიბრეიკზე დამარცხდა.

ბასილაშვილმა 6 ეისი მოაწოდა და 5 ორმაგი შეცდომა დაუშვა. მან პირველ ჩაწოდებაზე ქულების 66%, ხოლო მეორეზე 69% მოიგო.

ჰალეს ტურნირის 1/8 ფინალში, ბასილაშვილი ხორვატ ბორნა ჩორიჩს შეხვდება, რომელმაც მსოფლიოს მე-3 ჩოგანი, ალექსანდრ ზვერევი დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები