Aa
Aa

"სარი „ჩელსის“ ტაქტიკას შეცვლის" - სარისთან ერთად ლონდონში "ნაპოლის" ლიდერიც მიდის?

„ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი მაურისიო სარი „ჩელსის“ ჩაიბარებს. ამ ინფორმაციას იტალიური და ბრიტანული გამოცემებიც ადასტურებენ.

ნეაპოლელთა სენეგალელმა ცენტრალურმა მცველმა კალიდუ კულიბალიმ ეს ინფორმაცია დაადასტურა და სარის შესახებ ისაუბრა.

„ჩელსის ქომაგები თავიანთი გუნდის მხრიდან ლამაზი ფეხბურთის თამაშს უნდა ელოდნენ, რადგან მათ სარის სახით კარგი მწვრთნელი ეყოლებათ.

მე იმედგაცრუებული ვარ, რომ ის გვტოვებს, თუმცა გუნდს ანჩელოტის სახით ახალი უმაღლესი დონის მწვრთნელი ეყოლება.

ვიცით, რომ მასთან ერთად ტიტულების მოგება შეგვეძლება.

იგივეს ვიტყვი სარიზეც, რომელსაც „ჩელსისთან“ ერთად დიდი წარმატების მიღწევა შეუძლია.

ვფიქრობ, რომ სარი „ჩელსის“ ტაქტიკას შეცვლის“.

Mirror-ის ცნობით, სარი უკვე პირველ ტრანსფერსაც გეგმავს და მას „სტემფორდ ბრიჯზე“ დრის მერტენსის წაყვანა სურს.

31 წლის ბელგიელი შემტევის გამოსასყიდი თანხა 24.5 მილიონი ფუნტია და „არისტოკრატები“ გადასახდელად მზად არიან.

მერტენსმა გასული სეზონიც ჩინებულად ჩაატარა და 22 გოლის გატანა შეძლო.

ტრანსფერი შესაძლოა ნეაპოლელთა ახალმა დამრიგებელმა კარლო ანჩელოტიმ შეაფერხოს, თუმცა ფეხბურთელის სურვილი ნებისმიერ შემთხვევაში გადამწყვეტი იქნება.

ლონდონელებს მერტენსის გარდა ენტონი მარსიალის, კრისტიან პულიშიჩისა და ჟან მიშელ სერის ყიდვაც სურთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები