იერო ირანის განადგურებას გეგმავს! ესპანეთი დღეს შეცვლილი შემადგენლობით ითამაშებს
Aa
Aa

იერო ირანის განადგურებას გეგმავს! ესპანეთი დღეს შეცვლილი შემადგენლობით ითამაშებს

ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფერნანდო იერო ირანთან შეხვედრისთვის შემადგენლობის შეცვლას გეგმავს.

პირველ ტურში პორტუგალიასთან ნათამაშები ფრეს შემდეგ ჯგუფში პირველი ადგილისთვის ბრძოლა კიდევ უფრო დაიძაბა და შესაძლოა გატანილმა ბურთებმა ბევრი რამ გადაწყვიტოს.

პორტუგალიაც და ესპანეთიც შეეცდება, რომ თავიანთი მატჩები რაც შეიძლება დიდი ანგარიშით მოიგოს.

იერო უშუალოდ დღევანდელი შეხვედრისთვის 4-3-3 სქემის არჩევას და კოკეს თადარიგში დატოვებას გეგმავს.

მწვრთნელი კვლავ ენდობა დავიდ დეხეას, რომელსაც პირველი მატჩის შემდეგ დიდი კრიტიკა დაატყდა თავს.

უკანა ხაზში ნაჩოს ადგილს გამოჯანმრთელებული კარვახალი დაიკავებს.

მოედნის ცენტრში ბუსკეტსი, ინიესტა, სილვას ტრიო იმოქმედებს და მათზე წინ ფლანგებიდან ისკო და ლუკას ვასკესი ითამაშებენ.

ცენტრფორვარდი რა თქმა უნდა კოშტა იქნება, რომელიც ჩინებულ ფორმაშია.

იეროს სურს, რომ გუნდმა ფლანგებიდან უფრო ეფექტურად ითამაშოს და ეს ცვლილებებიც სწორედ აქედან გამომდინარე ხდება.

დღევანდელ შეხვედრაში უნდა ველოდოთ ასენსიოსაც, რომელსაც ჯერჯერობით სათამაშო დრო არ მისცემია.

Marca-ს ინფორმაციით, ვარჯიშზე ფერნანდო იერომ გუნდი ორად გაყო და ერთმანეთში ათამაშა. სწორედ ამის შემდეგ აირჩია მან ძირითადი თერთმეტეული.

პირველ გუნდს იერო ხელმძღვანელობდა და ის ასე გამოიყურებოდა: დე ხეა, ოდრიოსოლა, აზპილიკუეტა, ნაჩო, მონრეალი, ბუსკეტსი, ინიესტა, სილვა, ისკო, ვასკესი, კოშტა.

იეროს თანაშემწის ხუან კალიეროს გუნდი კი ასე გამოიყუებოდა: კეპა, კარვახალი, რამოსი, პიკე, ალბა, საული, კოკე, ტიაგო, ასპასი, ასენსიო, როდრიგო.

რომელმა გუნდმა გაიმარჯვა ეს ცნობილი არ არის და დიდი მნიშვნელობაც არ აქვს.

ფაქტია, რომ დღეს ესპანეთი ირანის განადგურებას გეგმავს და გულშემატკივარს წინ დიდი სანახაობა ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები