გრეგ პოპოვიჩი კავაი ლეონარდს შეხვდა
Aa
Aa

გრეგ პოპოვიჩი კავაი ლეონარდს შეხვდა

"Yahoo Sport"-ის ინფორმაციით სამშაბათს სან დიეგოში „სან ანტონიოს“ ვარსკლავს, კავაი ლეონარდსა და გუნდის მწვრთნელ, გრეგ პოპოვიჩს შორის შეხვედრა შედგა. „სან ანტონიო ექსპრეს ნიუსის“ ჟურნალისტის, ჯაბარი იანგის ინფორმაციით, შეხვედრამ მშვენივრად ჩაიარა და მხარეებს შორის მოლაპარაკებების გაგრძელებაა მოსალოდნელი.

როგორც ამერიკული გამოცემების ნაწილი იტყობინება შეხვედრის მიზანი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის დრაფტის წინ სიტუაციის დადგენა და შესაძლო გაცვლების განხილვა იყო. შეგახსენებთ, რომ კავაიმ გაცვლა რამდენიმე დღის წინ მოითხოვა და მისით „ბოსტონი“, „კლიპერსი“ „ლეიკერსი“ „ფილადელფია“ და „კლივლენდი არიან. გავრცელებული ინფორმაციით კავაიმ სპურსს მისი კონკრეტულად ლოს-ანჯელესურ გუნდში გაცვლა მოთხოვა.

შეგახსენებთ, რომ შარშანდელ სეზონში კავაიმ სპურსის რიგებში მხოლოდ 9 შეხვედრა გამართა და საშუალოდ 16.2 ქულას, 4.7 მოხსნას და 2.3 გადაცემას აგროვებდა

.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები