ხურციძე ყველა ბრალდებაში დამნაშავეს სცნეს - ქართველს 40-წლიანი პატიმრობა ემუქრება
Aa
Aa

ხურციძე ყველა ბრალდებაში დამნაშავეს სცნეს - ქართველს 40-წლიანი პატიმრობა ემუქრება

აშშ-ში დაკავებული ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე დამნაშავედ სცნეს. როგორც New York Post-ი იუწყება, ბრალდების მხარე ნაფიცი მსაჯულისთვის ვიდეომტკიცებულების წარდგენას გეგმავდა, რომელშიც აშკარად იკვეთება ხურციძის დანაშაული. კერძოდ, ავთანდილ ხურციძე ე.წ. კანონიერ ქურდ რაჟდენ შულაიას სახელით ერთ-ერთ პირს ემუქრება, შემდეგ კი ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს.

New York Post-ის ცნობით ხურციძე სახეში ურტყამს პირს, რომელმაც ხურციძის აზრით სამორინედან ფული მოიპარა. ეს სამორინე კი რაჟდენ შულაიას მფლობელობაშია. ხურციძე პირს ემუქრება და ფიზიკურად უსწორდება.

ნიუ-იორკის სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა ავთანდილ ხურციძე ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ სცნეს.

გამოძიების მტკიცებით რაჟდენ შულაია დაჯგუფებას სათავეში ედგა, რომელიც არალეგალური ვაჭრობითა და თაღლითობით დიდ ფინანსურ სარგებელს იღებდა.

ადგილობრივმა სამართალდამცავებმა დაჯგუფების დაახლოებით 30 წევრი დააკავეს. მათ შორის იყო ცნობილი ქართველი მოკრივე, რომელსაც New York Post-ი ''პატარა მაიკლ ტაისონად'' მოიხსენიებს.

მიმდინარე წლის 21 სექტემბერს ამერიკული სასამართლო ავთანდილ ხურციძესთან დაკავშირებით  საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

შეგახსენებთ, ხურციძე გასული წლის ივლისში დააკავეს და პატიმრობის პირველ დღეებში ქართველმა სოციალურ ქსელში ემოციური წერილი გაავრცელა

"მადლობა ყველა ჩემს გულშემატკივარს, თურქეთში მყოფ გულშემატკივრებს, უკრაინაში, ამერიკაში. ბედნიერი ვარ, ამხელა სიყვარულს და ძალას რომ გამოხატავთ ჩემ მიმართ. 

არასდროს ვუსურვებდი არავის აქ ჩაჯდომას და არც საკუთარ თავს, მაგრამ მგონი, ღირდა იმის ფასად, რომ გამეგო ამხელა სიყვარული და სითბო. ალბათ, აქ ყველაზე ბედნიერი პატიმარი ვარ. ქუთაისი - ჩემი გული და სული თქვენ გეკუთვნით. 

100 პატიმარი ვარჯიშობს ჩემი შემყურე უკვე კრივზე. ძალიან ბედნიერი ვარ აქ, ამდენ მკვლელებში და ნარკომანებში ერთი უმწიკვლო ბიჭიც ხომ უნდათ. კი გამოვეცხადე ანჩისხატივით. აბა, მშვიდობით". - წერდა ხურციძე.

ცხელი ამბები