ყველაფერი, რაც გუშინ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოგრჩათ
Aa
Aa

ყველაფერი, რაც გუშინ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოგრჩათ

მსოფლიო ჩემპიონატის რიგით მეექვსე სათამაშო დღე საკმაოდ შედეგიანი და სანახაობრივი გამოდგა. იაპონიამ ყველასთვის მოულოდნელად კოლუმბიას მოუგო და ჯგუფიდან გასვლის შანსები ერთიორად გაზარდა. ტურის დასკვნით შეხვედრაში რუსეთმა მოჰამედ სალაჰის ეგვიპტეს შანსი არ დაუტოვა და პირველი ნაკრები გახდა, რომელმაც მერვედფინალის საგზური მოიპოვა.

ბევრი ავტოგოლი

რუსეთის პირველი შეგდებული ბურთი წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატის რიგით მეხუთე ავტოგოლი გამოდგა. მუნდიალის ისტორიაში 5-ზე მეტი ავტოგოლი მხოლოდ ერთხელ, 1998 წელს გავიდა. წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე ბევრი თამაშია დარჩენილი და დიდი ალბათობით სარეკორდო ავტოგოლსაც ვიხილავთ.

„მატჩის თილისმამ“ ბურთი მოიპარა

მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებისას მსაჯთა ბრიგადა ნაკრებებს სტადიონისკენ მიუძღვის და გასახდელიდან გამოსვლისას სპეციალური დასადგამიდან შეხვედრის ბურთს იღებს. ეგვიპტე-რუსეთის მატჩისას ყველაფერი სხვანირად წარიმართა და არბიტრის ნაცვლად ბურთი „მატჩის თილისმამ“, ბურთის მომტანმა პატარა ბავშვმა „მოიპარა“. მსაჯის გაოცებულ და ცივ მზერას კი „ტვიტერზე“ დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები