Aa
Aa

"რეალი" ჩემპიონია! "ბასკონიამ" ფინალური სერია წააგო

თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალურ სერიაში "რეალთან" საკუთარ მოედანზე ზედიზედ მეორედ დამარცხდა და ჩემპიონობა მადრიდელებს დაუთმო. ვიტორიელებმა მხოლოდ პირველ მეოთხედში იმარჯვეს და მატჩში 11 ქულიანი სხვაობით, 85-96 დამარცხდნენ. 

ქართველმა მძიმე ფორვარდმა პარკეტზე 26:47 წუთი გაატარა და გუნდს 16 ქულა, 4 გადაცემა და 1 მოხსნა შესძინა. თოკომ 9-დან 4 სამიანი და 3-დან 2 ორიანი გამოიყენა. 

"ბასკონიას" რიგებში საუკეთესო 19 ქულით როდრიგო ბობოა გახდა, მატ ჯანინგმა თავი 15 ქულას მოუყარა, ჰუერტასმა კი შეხვედრა 8 ქულითა და 5 გადაცემით დაასრულა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ესპანეთის ნაკრების ლეგენდა, რუდი ფერნანდესი გახდა, რომელმაც აქტივში 27 ქულა, 5 გადაცემა და 3 მოხსნა ჩაიწერა. კამპაცომ შეხვედრა 17 ქულით დაასრულა,  აიონმა კი გუნდს 14 ქულა შესძინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები