Aa
Aa

ეგვიპტე უშანსოდ დამარცხდა - რუსეთი 1/8-ფინალშია!

A ჯგუფის მეორე ტური რუსეთისა და ეგვიპტის უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა.

მუნდიალის მაპსინძელმა რუსეთმა შესანიშნავი ფეხბურთი ითამაშა და ეგვიპტე აშკარად დაჯაბნა.

პირველი ტაიმი თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა და ფრედ 0:0 დასრულდა.

მეორე ნახევარში რუსებმა აგრესიული სტარტი აიღეს და უპირატესობასაც მალე დაეუფლნენ.

47-ე წუთზე ფათჰის ავტოგოლის შემდეგ რუსეთი დაწინაურდა.

ამის შემდეგ ეგვიპტე მოიშალა და მათი დაცვა უბრალოდ დაიშალა. 59-ე წუთზე რუსების ლამაზი შეტევა ფერნანდესის ზუსტი გადაცემითა და დენის ჩერიშევის გოლით დაგვირგვინდა.

62-ე წუთზე კი არტიომ ძიუბამ ულამაზესად ითამაშა და ეგვიპტელთა დაცვას თავგზა აუბნია, მეკარეს კი აუღებელი დაურტყა - 3:0.

73-ე წუთზე ვიდეო რეფერის დახმარებით მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც სალაჰმა გოლად აქცია.

სულ ეს იყო, ეგვიპტემ მხოლოდ პრესტიჟის გოლის გატანა მოახერხა და მსოფლიო ჩემპიონატსაც დაემშვიდობა.

შეგახსენებთ, რომ A ჯგუფიდან გასული გუნდები 1/8-ფინალში ესპანეთისა და პორტუგალიის ჯგუფს შეხვდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები