''შორს არაა დრო, როცა მსოფლიოს ჩემპიონობაზე ვისაუბრებ'' - მექსიკელთა ვარსკვლავი ინგლისურ კლუბებს სურთ
Aa
Aa

''შორს არაა დრო, როცა მსოფლიოს ჩემპიონობაზე ვისაუბრებ'' - მექსიკელთა ვარსკვლავი ინგლისურ კლუბებს სურთ

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი სენსაციის შემოქმედის, მექსიკის ეროვნული გუნდის ფეხბურთელი ირვინგ ლოსანო შესაძლოა ინგლისის პრემიერლიგაში ვიხილოთ.

goal.com-ის ცნობით ირვინგ ლოსანოს შეძენით ''არსენალი,'' ''ევერტონი'' და ''ლივერპული'' ინტერესდებიან. 22 წლის გარემარბი, რომელმაც გასულ სეზონში პსვ-სთან ერთად ჰოლანდიის ჩემპიონატი მოიგო და 17 გოლი შეაგდო, მექსიკური ''პაჩუკას'' აღზრდილია. ლოსანო 2017 წლიდან ჰოლანდიური გუნდის ფეხბურთელია.

''მისი სიჩქარე, მისი საფეხბურთო უნარები მარწმუნებს, რომ მას შორს წასვლა შეუძლია. იმედი მაქვს შემდეგ მატჩშიც ბრწყინვალედ ითამაშებს. მას  ნებისმიერ ლიგასა და ნებისმიერ გუნდში თამაში შეუძლია.

ვფიქრობ პსვ-ში გადასვლის შემდეგ მან კარიერაში დიდი ნაბიჯი გადადგა წინ. მას ფეხბურთის მაღალ დონეზე თამაშის დაუჯერებელი შესაძლებლობა აქვს.

მე ვნახე ცოცხლად გერმანიის თამაში ესპანეთის, ბრაზილიისა და საუდის არაბეთის წინააღმდეგ. რამდენიმე თვეა რაც შევიმუშავეთ გეგმა, რომელმაც გერმანიასთან წარმატება მოგვიტანა.

ვფიქრობ ჩვენ შორს წასვლა შეგვიძლია. ჩემი აზრით შორს არაა დრო, როცა ვიტყვი რომ ჩვენ შეგვიძლია მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება.

გულწრფელად ვფიქრობ, რომ ჩვენ ნებისმიერ გუნდთან კონკურენციის გაწევა შეგვიძლია'' - აღნიშნა ოსორიომ Skysports-თან საუბარში.

მიმდინარე მუნდიალის ერთ-ერთი პირველი ჰიპერსენსაცია მექსიკის ნაკრებმა შემოგვთავაზა, რომელმაც მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, გერმანიის ნაკრები 1:0 დაამარცხა.

"აცტეკებმა" აქტიური და შემტევი ფეხბურთი ითამაშეს, ისინი მეტოქეს ბევრ პრობლემას უქმნიდნენ და გერმანელთა არადამაჯერებლად მოასპარეზე დაცვის ხაზისათვის, მეტოქის სწრაფი და ტექნიკური იერიშები რთულად მოსაგერიებელი გახლდათ.

რა გასაკვირია, რომ გერმანიასთან მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად, ირვინ ლოსანო დასახელდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე სადებიუტო შეხვედრაში მოქმედ ჩემპიონს გამარჯვების გოლი გაუტანა.

მექსიკა მომდევნო ტურში სამხრეთ კორეას ხვდება, გერმანია კი შვედეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. F ჯგუფის მატჩები 23 ივნისს გაიმართება. 3-3 ქულით ჯგუფს შვედეთი და მექსიკა ლიდერობენ.

ჰიპერსენსაცია მუნდიალზე - მოქმედი ჩემპიონი "აცტეკების" წინააღმდეგ დაეცა!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები