საუდის არაბეთის ნაკრების თვითმფრინავს ცეცხლი წაეკიდა
Aa
Aa

საუდის არაბეთის ნაკრების თვითმფრინავს ცეცხლი წაეკიდა

საუდის არაბეთის ფედერაციამ ოფიციალურ განცხადებაში დაადასტურა, რომ გუნდი თვითმფრინავის ტექნიკური პრობლემების მიუხედავად როსტოვში უსაფრთხოდ დაეშვა. სოციალურ ქსელებში ვიდეო გავრცელდა, რომელზეც ინციდენტი იდეალურად იყო აღწერილი. კლიპში ჩანს, რომ „მწვანე შევარდენების“ თვითმფრინავის ერთ-ერთ ფრთას ტექნიკური პრობლემები გაუჩნდა და ჰაერში ყოფნისას ცეცხლი წაეკიდა. „ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ განცხადებაში ფედერაციამ აღნიშნა:“საუდის არაბეთის ყველა ფეხბურთელი უსაფრთხოდაა, თვითმფრინავს ძრავასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა, თუმცა ყველაფერი კარგად დასრულდა“.

ინციდენტს „მწვანე შევარდენების“ ფეხბურთელი, ჰატან ბაჰბირი გამოეხმაურა და „ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა:“ყველანი კარგად ვართ, ცოტა შეგვეშინდა მაგრამ ღმერთის წყალობით ყველაფერი გართულებების გარეშე დასრულდა“.

მოგვიანებით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით თვითმფრინავი საუდის არაბეთის პარტნიორი საავიაციო ფირმის საკუთრება არ იყო. იგი IATA International Air Transport Association-ს ეკუთნოდა, რომელიც მონაწილე ნაკრებების ტრანსპორტირებაზე ზრუნავს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთთან წაგებული მატჩის შემდეგ საუდის არაბეთი ოთხშაბათს ურუგვაის დაუპირისპირდება და შესაძლოა პირველ გუნდად იქცეს, რომელმაც შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი დაკარგა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები