რონალდუს გამარჯვებულის მენტალიტეტი, რომელიც მაგიდის ჩოგბურთზეც ვრცელდება
Aa
Aa

რონალდუს გამარჯვებულის მენტალიტეტი, რომელიც მაგიდის ჩოგბურთზეც ვრცელდება

კრიშტიანუ რონალდუ წარმატებულ თამაშს მსოფლიო ჩემპიონატზეც აგრძელებს, „მანჩესტერის“ ყოფილმა და „რეალის“ ამჟამინდელმა ფეხბურთელმა ესპანეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ საოცარი შეხვედრა ჩაატარა, ჰეთ-თრიკი მიითვალა, საკუთარ ნაკრებს ქულა მოუტანა და „ოქროს ბუცისთვის" ბრძოლაში დაწინაურდა“.

რონალდუს საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსისკენ სწრაფვის დაუოკებელი სურვილი საქვეყნოდ ცნობილი ამბავია, რამდენიმე ხნის წინ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მოთამაშემ, პატრის ევრამ, კრიშტიანუს შესახებ საინტერესო ისტორია გაიხსენა და გულშემატკივრებს ის მენტალიტეტი გააცნო, რომლის მეშვეობითაც პორტუგალიელი საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსს ინარჩუნებს.

ევრას მიხედვით რიო ფედინანდმა კრიშტიანუ მაგიდის ჩოგბურთში დაამარცხა, ეს უკანასკნელი კი წაგებამ იმდენად გააცოფა, რომ საკუთარ ბიძაშვილს ვარჯიშის და დონის გაუმჯობესების მიზნით მაგიდის ჩოგბურთის სათამაშო მაგიდის ყიდვა თხოვა. კრიშტიანუს რევანში სურდა და მიზნის მისაღწევად მზად ყველაფრისთვის იყო.

ITV-ისთან საუბრისას პატრის ევრამ განაცხადა:“რიო და კრიშტიანუ მაგიდის ჩოგბურთს თამაშობდნენ, ფერდინანდმა იგი მთელი გუნდის წინ დაამარცხა, ჩვენ აღტაცებისგან ვყვიროდით, რონალდუ კი ძალიან გაბრაზდა. კრიშტიანუ ორი კვირის განმავლობაში ვარჯიშობდა და სათადანო დონის მიღწევის შემდეგ რიო ჩვენს თვალწინ გაანადგურა“.

„მისი ამბიციები ამიტომ არ მაკვირვებს, ვიცი რატომ უნდა კიდევ ერთი „ოქროს ბურთის“ და მსოფლიო ჩემპიონატის მოგება. კრიშტიანუ გაბრაზებული მამაკაცია და იგი მიზნის მისაღწევად ყველაფერს აკეთებს“.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთთან მიღწეული ფრის შემდეგ პორტუგალია ოთხშაბათს მაროკოს ნაკრებს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები