Aa
Aa

სენსაციის გარეშე - ინგლისს ჰარი კეინმა მოაგებინა!

G ჯგუფში ინგლისის ნაკრები ბელგიას არ ჩამორჩა და პირველი სამი ქულა მოიპოვა.

ბელგიისგან განსხვავებით გარეთ საუთგეითის გუნდმა არც თუ ისე დამაჯერებელი ფეხბურთი აჩვენა.

ამ შეხვედრაში აღსანიშნავი უფრო ტუნისელების კარგი თამაში იყო, ვიდრე ინგლისის გამარჯვება.

კუნძულელებს მხსნელად ჰარი კეინი მოევლინათ, რომელმაც დუბლი გაიფორმა და გუნდს მხრებიდან დიდი ტვირთი მოხსნა.

პირველი ტაიმი ინგლისელების უპირატესობით წარიმართა და ისინი კეინის გოლით ლოგიკურადაც იგებდნენ, თუმცა უოკერის უაზრო შეცდომის გამო ტუნისმა პენალტით ანგარიში გაათანაბრა.

მეორე ნახევარში ინგლისელებს მატჩის სადავეები ხელიდან გაექცათ და შეიძლება ითქვას ფრე ლოგიკურ შედეგად მოსჩანდა, რომ არა ბოლო წუთებზე ტუნისელთა უკანა ხაზის უყურადღებობა.

მცველებმა მიუტევებელი შეცდომა დაუშვეს და კუთხურის დროს კეინი მარტო დატოვეს. ჰარიმ მომენტი ხელიდან არ გაუშვა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:1.

G ჯგუფში მეორე ტურში 23 ივნისს ბელგია ტუნისს შეხვდება, ხოლო 24-ში ინგლისი პანამას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები