Aa
Aa

რამოსმა ვარჯიშზე ნაჩოს დასცინა - დე ხეამ რონალდუს პენალტი რამოსის გამო ვერ აიღო?

ესპანეთის ნაკრების ვარჯიშზე სერხიო რამოსმა ნაჩოს მოსვენების საშუალება არ მისცა და სასტიკად დასცინა.

ამის მიზეზი კრიშტიანუ რონალდუ იყო, რომელმაც ესპანეთი-პორტუგალიის შეხვედრაში ნაჩოს პენალტი აშკარად "აჰკიდა".

კრიშტიანუმ პენალტზე ითამაშა და ნაჩოც წამოეგო. რონალდუმ თავის "რეალელ" თანაგუნდელს დიდებულად შეუსრულა.

რამოსი მთელი ვარჯიშის განმავლობაში რონალდუს მოძრაობას იმეორებდა და ნაჩოსთან შეხების შემდეგ მოედანზე ეცემოდა.

რამოსი ვასკესისთვის ცდილობდა აეხსნა, თუ რა შეცდომა დაუშვა ნაჩომ და როგორ წამოაგო ის რონალდუმ.

ესპანურ პრესაში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც კარგად ჩანს თუ როგორ ურჩევს რამოსი დე ხეას, რომ მარჯვენა კუთხეში გადახტეს.

დე ხეამ მას დაუჯერა, რონალდუმ კი საპირისპირო კუთხეში დაარტყა.

 

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ ესპანეთთან შესრულებული ჰეთ-თრიკის შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში გახდა ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, რომელმაც სამი გოლის გატანა შეძლო.

რონალდუ ასევე გახდა ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ზედიზედ 8 საერთაშორისო სანაკრებო ტურნირზე (იგულისხმება მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები, კოპა ამერიკა) გოლის გატანა შეძლო.

ოქროს ბურთის ხუთგზის მფლობელმა პორტუგალიელმა ევრო 2004-დან დღემდე, 4 მსოფლიოსა და 4 ევროპის ჩემპიონატზე მინიმუმ ერთი გოლის გატანა შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები