სერია A-ს ახალი სეზონი 19 აგვისტოს დაიწყება
Aa
Aa

სერია A-ს ახალი სეზონი 19 აგვისტოს დაიწყება

დღეს, Lega Serie A-მ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ იტალიის უმაღლესი ლიგის მომდევნო სეზონი, 19 აგვისტოდან დაიწყება.

საშობაო პაუზა არ იქნება, სამაგიეროდ, კლუბებს ზამთრის შესვენება, წლევანდელის მსგავსად, იანვარში ექნებათ. 26 დეკემბერს, "ბოქსინგ დეის" ანალოგიური ტური ჩატარდება.

27 სექტემბერსა და 3 აპრილს, გუნდებს შუა კვირაში თამაში მოუწევთ, სეზონის ბოლო ტურის მატჩები კი 26 მაისს გაიმართება.

იტალიის სერია A-ს ბოლო 7 სეზონის გამარჯვებული ტურინის "იუვენტუსი" გახდა. ტურინელებს გასულ წელს, "ნაპოლისთან" სერიოზული საჩემპიონო ბრძოლა ჰქონდა. ნეაპოლელები მომავალ წელსაც იმედიანად უყურებენ და "სკუდეტოს" ამჯერად კარლო ანჩელოტისთან ერთად უმიზნებენ.

შეგახსენებთ, რომ იტალიიდან მომავალი წლის ჩემპიონთა ლიგაზე "იუვენტუსი", "ნაპოლი", "რომა" და "ინტერი" ითამაშებენ. რაც შეეხება ევროპა ლიგას, იქ ქვეყნის ღირსებას, "ლაციო", "ატალანტა" და "მილანი" დაიცავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები