Aa
Aa

VAR-ზე გამეორებული პენალტის ეპიზოდი და შვედების გამარჯვება

რუსეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე F ჯგუფის დარჩენილი მატჩი გაიმართა, სადაც ერთმანეთს შვედეთისა და სამხრეთ კორეის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა შვედების უპირატესობით წარიმართა და პირველ ტაიმში მათ გოლის გატანის რამდენიმე რეალური შანსი ჰქონდათ, თუმცა მატჩის პირველი ნახევარი უგოლო ფრით დასრულდა.

მეორე ტაიმში კორეელები თითქოს გამოცოცხლდნენ და რამდენიმე მომენტიც შექმნეს, თუმცა მატჩის 65-ე წუთზე მსაჯმა ვიდეო რეფერის გამოყენებით კორეელთა კარში პენალტი დანიშნა, რომლის რეალიზებაც შვედეთის ნაკრების კაპიტანმა, ანდრეას გრანქვისტმა მოახერხა.

 

დარჩენილ დროში მატჩის საერთო სურათი არ შეცვლილა და საბოლოო ანგარიში შვედების სასარგებლოდ 1:0 დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ კორეელებმა მოწინააღმდეგის კარში დარტყმა ვერცერთხელ მოახერხეს, შვედებმა კი კორეელთა მეკარე 5-ჯერ შეაწუხეს.

ამ გამარჯვების შემდეგ F ჯგუფში 3-3 ქულით მექსიკისა და შვედეთის ნაკრებები ლიდერობენ. სამხრეთ კორეა და გერმანია კი ჯერ-ჯერობით უქულოდ არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები