Aa
Aa

"რეალი" სალაჰისთვის სუპერ წინადადებას ამზადებს!

Diario Gol-ის ინფორმაციით, მადრიდის „რეალი“ მუჰამედ სალაჰის სანაცვლოდ „ლივერპულს“ ახალ წინადადებას უმზადებს.

წყაროს თქმით, ესპანელები 150 მილიონ ევროსთან ერთად კეილორ ნავასის დათმობაზეც თანახმანი არიან.

ცნობილი ამბავია, რომ „ლივერპულს“ მეკარის შეძენა სურს და „რეალი“ ამ გარემოების გამოყენებას გეგმავს.

მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებისთანავე მადრიდელები მოლაპარაკებებს დაიწყებენ და „მერსისაიდელებს“ მორიგი დიდი ბრძოლის გადატანა მოუწევთ.

შეგახსენებთ, რომ მუჰამედ სალაჰის დებიუტს მსოფლიო ჩემპიონატზე ხვალ რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები