''ისლანდიამ გვაჯობა და ეს დიდი სირცხვილია'' - მარადონამ სამპაოლი გააკრიტიკა
Aa
Aa

''ისლანდიამ გვაჯობა და ეს დიდი სირცხვილია'' - მარადონამ სამპაოლი გააკრიტიკა

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის პირველ მატჩში არგენტინისა და ისლანდიის დაპირისპირება ფრედ 1:1 დასრულდა.

ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა დიეგო არმანდო მარადონამ აღნიშნულ შედეგს სამარცხვინო უწოდა. მან გუნდის მთავარი მწვრთნელი ხორხე სამპაოლი გააკრიტიკა.

''შედეგი სამარცხვინოა. თუ ყველაფერი ასე გაგრძელდება, სამპაოლი სამშობლოში დაბრუნებას ვერ შეძლებს. მისი თამაშის გეგმა სამარცხვინო იყო. ისლანდიელთა საშუალო სიმაღლეა 1 მეტრი და 90 სანტიმეტრია, თუმცა ჩვენ კუთხურებისას ბურთს მაღლა ვწევდით და მეორე სართულზე ბრძოლას ვცდილობდით. არ ვცდილობთ ალტერნატიული გეგმით თამაშს, მოკლე პასებით ფონს გასვლას. სამპაოლის არ ჰქონდა გამარჯვების გეგმა.

შედეგი არ არის ფეხბურთელები ბრალი. პრობლემა მომზადებაშია. შენ შესაძლოა 25 საოცარი ფეხბურთელი გყავდეს, მაგრამ მათთან უნდა იმუშავო. ისლანდია უკეთ მოქმედებდა, მეტოქემ გვაჯობა და ეს დიდი სირცხვილია.

კარიერაში ხუთი პენალტი ვერ გავიტანე, მაგრამ მე ყოველთვის დიეგო მარადონა ვიყავი. არ  ვფიქრობ რომ არგენტინამ ორი ქულა მესის ვერგამოყენებული პენალტის გამო დაკარგა.

მხოლოდ მესის თამაშში ხედავდნენ გამარჯვების მოპოვების შესაძლებლობას. მესი იყო ერთადერთი გამოსავალი. არგენტინა სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას, რადგან ნიგერიელ ფეხბურთელებს დიდი გამოცდილება აქვთ და იციან როგორ განავითარონ კონტრშეტევა, როგორ გაიტანონ გოლი'' - განაცხადა მარადონამ ვენესუელურ ტელევიზიასთან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ არგენტინა მომდევნო შეხვედრას 21 ივნისს ხორვატიის წინააღმდეგ გამართავს. ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში არგენტინა ნიგერიას შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები