Aa
Aa

დონჩიჩის ბენეფისი! თორნიკე შენგელიას "ბასკონია" "რეალთან" დამარცხდა

17 ივნისს, თბილისის დროით 20:30-ზე სტარტი ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალური სერიის მესამე შეხვედრამ აიღო. დაპირისპირება ვიტორიაში გაიმართა და თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" "რეალის" წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო და 5 ქულიანი სხვაობით 78-83 დამარცხდა.

მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა და გამარჯვებულის ბედი მეოთხე მეოთხედში გადაწყდა, გადამწყვეტი პერიოდი ბასკებმა 9-0 გაქცევით დაიწყეს და წინ 7 ქულიანი სხვაობით გაიჭრნენ, თუმცა მადრიდელებმა ბოლომდე იბრძოლეს და კეროლი-დონჩიჩის დუეტის წყალობით მოედნის უპირატესობა დაიბრუნეს.

თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 22:11 წუთი გაატარა და ამ დროში გუნდს 10 ქულა, 7 მოხსნა და 1 გადაცემა შესძინა. თოკომ 5-დან 2 ორიანი და 6-დან 2 სამიანი გამოიყენა. შენგელიას გარდა "ბასკონიას" შემადგენლობაში 10 ქულიანი ნიშნული ვილდოსამ - 10, ბობოამ - 17, პუარემ - 11 და ჯანინგმა - 12 გადალახეს. 

მადრიდელთა რიგებში საუკეთესო ლუკა დონჩიჩი იყო, სლოვენიელმა უკანახაზელმა შეხვედრა 20 ქულით, 9 მოხსნით და 3 გადაცემით დაასრულა. ზემოთხსენებულმა კეროლმა აქტივში 15 ქულა ჩაიწერა, ტრეი ტომპკინსმა კი 12 ქულა მიითვალა.

"რეალი" სერიაში 2-1-ს იგებს, შემდეგი შეხვედრა კვლავ ვიტორიაში 19 ივნისს გაიმართება, მატჩი თბილისის დროით 23:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები