Aa
Aa

"უმცროსი ბორჯღალოსნების" ისტორიული შედეგი! - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა!

მსოფლიოს 20 წლამდელთა ჩემპიონატის მე-9 ადგილისთვის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრებმა შოტლანდიას 39:31 მოუგო და ისტორიულ შედეგს მიაღია - "პატარა ბორჯღალოსნებმა" უპრესტიჟულესი ტურნირის მე-9 ადგილი დაიკავეს.

მატჩის მე-3 წუთზე ლუკა ჯაფარიძემ მეტოქის ჩათვლის მოედანში ბურთის დამიწება შეძლო და ჩვენი გუნდი დააწინაურა, თუმცა ბრიტანელებმა წონასწორობა მალევე აღადგინეს, როცა მე-8 წუთზე ლელო სმიტმა დადო.

ამის შემდეგ უპირატესობას შოტლანდიის ნაკრები დაეუფლა და კიდევ ერთი ლელოს წყალობით, ანგარიშში სხვაობამ 7 ქულა შეადგინა, რასაც "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" კოტე მარჯანიშვილის ლელო და გელა აფრასიძის გარდასახვა შეაგებეს, შედეგად ანგარიში 12:12 გახდა.

ტაიმის ბოლოს ისევ ბრიტანელებმა მოუმატეს და შესვენებაზე 7 ქულიანი უპირატესობით, 19:12-ით გავიდნენ. 

მეორე ნახევარი ქართველებმა ბრწყინვალედ დაიწყეს, მეტოქის ჩათვლის მოედანი გიგოლაშვილმა, გოგიჩაშვილმა და მარჯანიშვილმა აიღეს და ჩვენები 36:19 დაწინაურდნენ, რითაც დიდწილად შეხვედრის ბედიც გადაწყდა.

ბოლო წუთებზე შოტლანდიელებმა სხვაობა 5 ქულამდე შეამცირეს, თუმცა აბჟანდაძემ მათ იმედი მე-80 წუთზე მოუკლა და ქართული რაგბის ისტორიაში ახალი ფურცელი ჩაიწერა!

ცხელი ამბები