ქართველი კალათბურთელი სერია ა-ში - დამაჯერებელი გამარჯვება ფინალურ სერიაში
Aa
Aa

ქართველი კალათბურთელი სერია ა-ში - დამაჯერებელი გამარჯვება ფინალურ სერიაში

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის, სერია ა2-ის 2017-18 წლების სეზონი ''ალმა ტრიესტეს'' გამარჯვებით დასრულდა, რომლის შემადგენლობაში 23 წლის ქართველი ლეგიონერი გიგა ჯანელიძე ასპარეზობს.

ფინალურ სერიაში ''ალმა ტრიესტემ'' 3:0 დაამარცხა ''ნოვიპუ კასალე.'' ფინალური ეტაპის მესამე შეხვედრა ჯანელიძის გუნდმა 80:69 მოიგო. ქართველმა ფორვარდმა 17 წუთი გაატარა პარკეტზე და მის ანგარიშზე მხოლოდ 2 ქულაა.

გასულ სეზონში ჯანელიძემ სერია ა2-ის 40 მატჩში მიიღო მონაწილეობა. საშუალოდ ერთ შეხვედრაში 15,7 წუთის განმავლობაში თამაშობდა, მის ანგარიშზე 4,9 ქულა, 3,9 მოხსნა და 0,3 პასი იყო.  გასულ სეზონში იტალიის სერია ა-ში 31 წლის მანუჩარ მარკოიშვილი ასპარეზობდა, რომელიც ''რეჯო ემილიას'' წევრია.

იგორ კოკოშკოვმა ჯანელიძე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მიიწვია, თუმცა სლოვენიური შეკრების შემდეგ ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდა. მას შემდეგ სამი წელი გავიდა და ჯანელიძე ეროვნული გუნდში არ გამოუძახებიათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები