მარეიმ გამარჯვებით დაიწყო
Aa
Aa

მარეიმ გამარჯვებით დაიწყო

ბრიტანელმა ენდი მარეიმ წლის შემაჯამებელ ტურნირის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში ესპანელი დავიდ ფედერერი 6:4, 6:4 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 32 წუთს გაგრძელდა. ენდიმ 4 ეისი ჩააწოდა და არც ერთი ორმაგი შეცდომა არ დაუშვა. ფერერმა ეისი ვერ მოაწოდა და 8 ორმაგი შეცდომა გააკეთა. ბრიტანელმა 8 შესაძლებლობიდან 3 ბრეიკი შეასრულა, ხოლო ესპანელმა 2 შესაძლებლობიდან - ერთი.

წლის შემაჯამებელი ტურნირის B ჯგუფში მარეი ჯერჯერობით ერთი მოგებით პირველ ადგილზეა. ამავე ჯგუფში, დღეს, თბილისის დროით 24:00 საათზე ვავრინკას და ნადალის მატჩი დაიწყება.

წლის შემაჯამებელი ტურნირის საპრიზო ფონდი 7 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები