მესი:
Aa
Aa

მესი: "მთელს პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ"

არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა მუნდიალი ისლანდიასთან სენსაციური ფრით დაიწყო.

"ალბისელესტეს" გამარჯვების რეალური შანსი ჰქონდა, თუმცა ლეო მესიმ პენალტი გააფუჭა და შანსი ხელიდან გაუშვა.

შეხვედრის შემდეგ მესიმ განვლილ მატჩზე ისაუბრა და პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო.

"პენალტის გაფუჭება ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო, რადგან ეს გადამწყვეტი მომენტი გახლდათ.

მოედანზე პირველივე წუთებიდანვე მოსაგებად გავედით და სწრაფი გოლის გატანაც შევძელით, თუმცა ისლანდიამ ანგარიში მალევე გაათანაბრა და ამის შემდეგ თამაში შეიცვალა.

მეტოქე ძალიან მჭიდროდ თამაშობდა და სივრცეების მოძებნა რთული იყო.

ვფიქრობ მოგებას ვიმსახურებდით, მაგრამ ისლანდიელთა დაცვა ძალიან მჭიდროდ მოქმედებდა.

ეს მუნდიალის სტარტი იყო და ვიცოდით, რომ იოლი მატჩი არ გველოდა. აქ მოგების საშუალებას ადვილად არავინ მოგცემს.

ვფიქრობ, ზოგი რამ გასაუმჯობესებელი გვაქვს. მოგების შანსი გვქონდა, თუმცა პენალტი გავაფუჭე. რომ გამეტანა თამაშს შევცვლიდი. მთელს პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ.

ახლა დასვენების დროა, რის შემდეგაც მომდევნო მატჩისთვის მზადებას დავიწყებთ. წინ უნდა გავიხედოთ".

შეგახსენებთ, რომ არგენტინა მომდევნო შეხვედრას 21 ივნისს ხორვატიის წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები