ფედერერი მსოფლიო რეიტინგის სათავეში დაბრუნდა!
Aa
Aa

ფედერერი მსოფლიო რეიტინგის სათავეში დაბრუნდა!

შტუტგარტში მიმდინარე ტურნირის 1/2 ფინალურ შეხვედრაში, როჯერ ფედერერმა ნიკ კირგიოსი მძიმე ბრძოლაში, 6:7; 6:2; 7:6 დაამარცხა.

ფედერერი ფინალში გავიდა, სადაც მილოშ რაონიჩს შეხვდება, რომელმაც ფრანგ ლუკა პუიეს 2 სეტში, 6:4; 7:6 მოუგო.

აღნიშნული გამარჯვებით, ფედერერმა მსოფლიო რეიტინგის პირველ საფეხურზე დაბრუნება გაინაღდა, რომელსაც ორშაბათიდან რაფაელ ნადალი დათმობს და მე-2 პოზიციაზე ჩაინაცვლებს.

საგულისხმოა, რომ ფედერერს მომავალ კვირაში ჰალეს ტურნირზე თამაში მოუწევს და იქ საჩემპიონო ქულები აქვს დასაცავი, შემდეგ კი "უიმბლდონიც" დაიწყება, სადაც ფედერერს ასევე ტიტული აქვს მოპოვებული.

ფედერერმა წლევანდელ სეზონში 22 შეხვედრა ჩაატარა, რომელთაგანაც 20 თავის სასარგებლოდ დაასრულა. მან წელი 17:0-ზე ბალანსით დაიწყო, რის შემდეგაც ხუან მარტინ დელ პოტროსთან და ტანასი კოკინაკისთან ზედიზედ წააგო, მიმდინარე ტურნირზე კი, მიშა ზვერევი, გუიდო პელა და ნიკ კირგიოსი დაამარცხა.

ფედერერმა პელას წინააღმდეგ, შესანიშნავი დარტყმა შეასრულა, რომელიც ATP-ის ოფიციალურმა საიტმა გამოარჩია. გთავაზობთ ვიდეოს:

 

ასევე დაგაინტერესებთ - 24 წლიანი პარტნიორობა სრულდება! - ფედერერი და NIKE კონტრაქტს აღარ აგრძელებენ...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები