Aa
Aa

"მესი თავს არაკომფორტულად გრძნობდა, რადგან ისლანდიამ დაცვითი ფეხბურთი ითამაშა"...

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ხორხე სამპაოლიმ, ისლანდიასთან მატჩის შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

სამპაოლი აღნიშნავს, რომ ისლანდია ძალიან დაცვით ფეხბურთს თამაშობდა და ამის გამო, ლიონელ მესი თავს არაკომფორტულად გრძნობდა.

"მესი ძალიან არაკომფორტულ სიტუაციაში იყო, რადგან ისლანდიამ უკიდურესად დაცვითი ფეხბურთი ითამაშა. იგი იმ ზონების მოძებნას ვერ ახერხებდა, რომელიც სათამაშოდ სჭირდება. 

ამის მიუხედავად, საკუთარი თავის უნდა გვჯეროდეს და ვიცით, რომ წარმატების მისაღწევად საჭირო რესურსი გვაქვს". - აცხადებს სამპაოლი.

არგენტინის ნაკრები მომდევნო შეხვედრას ხორვატიის წინააღმდეგ, 21 ივნისს გამართავს. ისლანდიის ეორვნული გუნდი კი ნიგერიას შეხვდება. 

ქვეყნისთვის, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატების დებიუტანტია და მისი მოსახლეობა მხოლოდ 300 ათასი კაცია, ფინბოგასონმა ისტორიული გოლი შეაგდო. 

უნდა აღინიშნოს, რომ ისლანდიელთა მოსახლეობის 10%, ანუ 30 ათასი კაცი, ამჟამად რუსეთში იმყოფება და ნაკრებს მხარს იქიდან უჭერს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები