7 რამ, რაც გუშინ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოგრჩათ
Aa
Aa

7 რამ, რაც გუშინ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოგრჩათ

გუშინ მსოფლიო ჩემპიონატის ნამდვილი მშვენება ვიხილეთ, სატურნირი დღის ბოლო მატჩში ერთმანეთს პორტუგალია და ესპანეთი დაუპირისპირდნენ. რონალდუს საოცარი თამაშის წყალობით „ფურია როხამ“ სამი ქულის მოპოვება ვერ მოახერხა და მატჩი ფრედ 3-3 დასრულდა. ზემოთხსენებული შეხვედრის გარდა კიდევ ორი მატჩი გაიმართა, ურუგვაიმ გამარჯვების გოლი მატჩის ბოლო წუთებზე გაიტანა და მაროკო-ირანის დაპირისპირებაშიც იგივე განვითარება ვიხილეთ.

ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი? (GOAT)?

მსოფლიო ჩემპიონატზე თავისი სიტყვის სათქმელად რონალდუს დიდი დრო არ დასჭირვებია. პორტუგალიელმა თერთმეტმეტრიანი მეოთხე წუთზე გამოიყენა, შემდეგ კუთხურის ალამთან მიირბინა და უნიკალური ჟესტით „თხა“(GOAT) გამოსახა. შეგახსენებთ, რომ ამ ტერმინით ინგლისურ ენაზე მოსაუბრე ადამიანები ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელს მოიხსენიებენ.

ოთხი ვარსკლავი და მხოლოდ ორი მსოფლიო ჩემპიონობა

ურუგვაი-ეგვიპტის მატჩისას გულშემატკივრები შეამჩნევდნენ, რომ „ლა სელესტეს“ მაისურზე 4 ვარსკლავი იყო გამოსახული. „ფიფა“ ნაკრებებს ვარსკლავის დამატების უფლებას მსოფლიო ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ აძლევს, ურუგვაიმ ასეთი რამ ორჯერ, 1930 და 1950 წელს გააკეთა. თუმცა „ლა სელესტემ“ 1924-ში და 1928-ში ოლიმპიური თამაშები მოიგო და გამომდიანრე იქიდან, რომ ფიფამ ეს ტურნირი მსოფლიო ჩემპიონატის წინამორბედად აღიარა სუარესის გუნდის მაისურზე 4 ვარსკლავი დაიტანეს.

რონალდუს „თავხედური“ ღიმილი

პენალტი, რომელიც პორტუგალიამ მატჩის დასაწყისში მოიპოვა გულშემატკივრების განხილვის საგნად იქცა. იყო თუ არა თერთმეტმეტრიანი თავად გადაწყვიტეთ, ფაქტი ერთია, ცრუმოძრაობაზე ნაჩოს წამოკიდების შემდეგ კრიშტიანუმ თანაგუნდელს თავხედურად გაუღიმა, რითაც ხაზი საკუთარ სტატუსს გაუსვა, რომელიც ამჯერად „რეალის“ ფეხბურთელის წინააღმდეგ დაამტკიცა.

სუარესმა ურუგვაის ნაკრების გუნდური სტილი შეაქო

მუნდიალის გახსნითი მატჩი ლუის სუარესმა არც თუ ისე კარგად ჩაატარა, ურუგვაის ნაკრების ლიდერმა რამდენიმე 100 პროცენტიანი მომენტი ვერ გამოიყენა და რომ არა ხიმენესის გოლი მატჩის ანტიგმირი სწორედ იგი გახდებოდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ „ბარსელონას“ შემტევმა ხიმენესს მადლობა „ტვიტერზე“ გადაუხადა და ასეთი პოსტი მიუძღვნა:“რა კარგია როდესაც ასეთ მძიმე მატჩში გამარჯვებას გუნდურობის ხარჯზე აღწევ. აქვე გოლეადორთან გადაღებულ ფოტოს გიტოვებთ. საკუთარი თამაშის გაუმჯობესებაზე მუდამ ვმუშაობდი და ახლა არაფერი შეიცვლება“.

დაპირისპირება სანქტ-პეტერბურგში

მაროკოს ან ირანს ჯგუფიდან გასვლის შანსის შესანარჩუნებლად პირველ შეხვედრაში აუცილებლად გამარჯვება მართებდათ. მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოვიდა და დაპირისპირებები მოედნის ფარგლებს მიღმაც ვიხილეთ. სათადარიგო სკამთან ფეხბურთელების უხეშობის ნაკრებების თავკაცებს შელაპარაკება მოუვიდათ. ერვე რენარმა ნერვები ვერ მოთოკა და კარლუშ კეირუშს ხელი ჰკრა.

„ტვიტერმა“ ფაბრეგასს დასცინა

სესკ ფაბრეგასი მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას ვერ იღებს,სამაგიეროდ „ჩელსის“ ნახევარმცველმა BBC-ის ერთ-ერთი შოუს წამყვანობა შეითავსა და როგორც ქომაგების რეაქციიდან ჩანს არც თუ ისე წარმატებული დებიუტი გამოუვიდა. სესკს საკმაოდ უცნაური ზედა ეცვა, რამაც ქოამგების გახალისება გამოიწვია. „ტვიტერზე“ ერთ-ერთმა მათგანმა „ტვიტერზე“ ასეთი კითხვა დასვა:“სესკს რა ჯანდაბა სჭირს? ამ მაისურში გემის კაპიტანს ჰგავს“.

კომპანის პირადი „კინოსეანსი“

ბელგიას ჯერჯერობით მსოფლიოზე არცერთი შეხვედრა არ გაუმართავს და ფეხბურთელებს ბევრი თავისუფალი დრო აქვთ. „მანჩესტერ სიტის“ კაპიტანი, ვინსენტ კომპანი, თავისუფლებას იდეალურად იყენებს და პორტუგალია-ესპანეთის დუელს მშვენიერ გარემოში უყურებს. ყველაფერთან ერთად იგი თანაგუნდელებს დასცინის, რომლებიც მისი თქმით მატჩს საკმაოდ რთულ პირობებში "უცქერენ".

.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები