ბასილაშვილმა ჰალეში პირველი მატჩი მოიგო
Aa
Aa

ბასილაშვილმა ჰალეში პირველი მატჩი მოიგო

ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი, ჰალეში იმყოფება და იქაური ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის გათამაშებაში ჩაერთო.

ნიკოლოზის პირველი მოწინააღმდეგე, შვედი, ელიას იმერი გახლდათ, რომელსაც მან ზუსტად 1 საათს გაგრძელებულ შეხვედრაში, 6:4; 6:3 აჯობა.

ქართველმა პირველსავე გეიმში ბრეიკი შეასრულა, შემდეგ კი სეტის დახურვა დიდად აღარ გასჭირვებია. მეორე პარტიაში კი კიდევ უფრო დამაჯერებლად გამოიყურებოდა და 2 ბრეიკით იმარჯვა.

საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ შეხვედრაში, ბასილაშვილის მეტოქე გუიდო პელა ან დენის კუდლა იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები