რონალდუ რეკორდებს სანაკრებო დონეზეც ამხობს! კრიშტიანუს უნიკალური მიღწევა!
Aa
Aa

რონალდუ რეკორდებს სანაკრებო დონეზეც ამხობს! კრიშტიანუს უნიკალური მიღწევა!

კრიშტიანო რონალდუ იმდენად საოცარი მოთამაშეა, რომ მოედანზე ყოველი გამოჩენისას რეკორდს ხსნის.

მიუხედავად მისი მაღალი კლასისა, იღბალს მაინც დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

რონალდუმ ესპანეთთან შეხვედრაში შესრულებული ჰეთ-თრიკის შემდეგ რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკორდი დაამყარა.

ზედიზედ 8!

კრიშტიანო რონალდუ გახდა ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ზედიზედ 8 საერთაშორისო სანაკრებო ტურნირზე (იგულისხმება მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები, კოპა ამერიკა) გოლის გატანა შეძლო.

ოქროს ბურთის ხუთგზის მფლობელმა პორტუგალიელმა ევრო 2004-დან დღემდე, 4 მსოფლიოსა და 4 ევროპის ჩემპიონატზე მინიმუმ ერთი გოლის გატანა შეძლო.

რონალდუს ჩათვლით ისტორიაში სულ 4 მოთამაშეა, რომლებსაც ზედიზედ 4 მსოფლიო ჩემპიონატზე შეძლეს გოლის გატანა. ესენი არიან პელე, უვე ზეელერი და მიროსლავ კლოზე.

ავსტრალიელი ტიმ კეჰილი გახდება სიის მე-5 წევრი, თუ ის რუსეთის მუნდიალზე გოლის გატანას მოახერხებს.

45-ე ცდაზე

მართალია რეკარდი არ ყოფილა, თუმცა ასევე აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჩემპიონატებზე რონალდუმ ჯარიმა ჯამში 45-ჯერ დაარტყა და გოლის გატანა მხოლოდ ბოლო ცდაზე შეძლო.

ჰეთ-თრიკის ყველაზე ასაკოვანი ავტორი

კრიშტიანუ გუშინდელი ჰეთ-თრიკის შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე გახდა, რომელმაც სამი გოლის გატანა შეძლო. „რეალის“ შვიდიანი 33 წლისა და 130 დღის იყო.

აქამდე ეს მიღწევა 1978 წლის მუნდიალზე ჰოლანდიელ რობ რენსენბრინკს ეკუთვნოდა, რომელიც ჰეთ-თრიკის შესრულების დროს 30 წლისა და 335 დღის იყო.

რონალდუს რეკორდული საღამოს ბოლო ნაწილი

კრიშტიანუსთვის ესპანეთთან შესრულებული ჰეთ-თრიკი თავის კარიერაში 51-ე გახლდათ. იგულისხმება საკლუბო და სანაკრებო დონეც.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალია მომდევნო მატჩშ 20 ივნისს მაროკოს წინაარმდეგ გამართავს და რონალდუს თავისი რეკორდების კიდევ უფრო სრულყოფა შეეძლება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები