კონფლიქტი ეგვიპტის ნაკრებში - 45 წლის მეკარე თანაგუნდელს არ ელაპარაკება
Aa
Aa

კონფლიქტი ეგვიპტის ნაკრებში - 45 წლის მეკარე თანაგუნდელს არ ელაპარაკება

ეგვიპტის ეროვნული ნაკრების მეკარე ესამ ელ-ჰადარსა და გუნდის ლიდერ მაჰმუდ აბდელ-მონაიმს შორის კონფლიქტია. 45 წლის მეკარის. ელ ჰადარის შვილს რომანი ჰქონდა მაჰმუდ აბდელ-მონაიმთან, რომელიც კაჰრაბას მეტსახელითაა ცნობილი.

ელ ჰადარი ამტკიცებდა, რომ მისი შვილი შადვა თავს ბედნიერად გრძნობდა 24 წლის ფეხბურთელთან, თუმცა შემდგომში ის და მაჰმუდ-აბდელ მონაიმი დაშორდნენ.

შადვა და კაჰრაბა დანიშნულები იყვნენ და დაქორწინებას გეგმავდნენ, თუმცა აღმოჩნდა რომ ფეხბურთელს ამავდროულად სხვა ქალბატონთან ჰქონდა რომანი. ამ ფაქტმა ფეხბურთელებს შორის კონფლიქტი გამოიწვია და დღეს ისინი ერთმანეთს არ ელაპარაკებიან.

თუ ელ ჰადარი მიმდინარე მუნდიალზე ითამაშებს, ის მსოფლიოს ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდება.

რაც შეეხება 24 წლის კაჰრაბას, ის ეგვიპტური ''ზამალეკის'' გარემარბია. მას ასევე უთამაშია შვეიცარიულ ''ლუცერნსა'' და ''გრასჰოპერსში.''

შეგახსენებთ, ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ურუგვაიმ 1:0 დაამარცხა ეგვიპტე. ალ ჰადარის არ უთამაშია, ხოლო კაჰრაბა 63-ე წუთზე ჩაერთო თამაშში. ამავე ჯგუფში ტურნირის მასპინძელმა რუსეთმა 5:0 გაანადგურა საუდის არაბეთი.

A ჯგუფი

მეორე ტური

20 ივნისი, 19:00

ურუგვაი - საუდის არაბეთი

19 ივნისი, 22:00

რუსეთი - ეგვიპტე

მესამე ტური

25 ივნისი, 18:00

საუდის არაბეთი - ეგვიპტე

25 ივნისი, 18:00

ურუგვაი - რუსეთი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები