დე ხეა პორტუგალიასთან მატჩის შემდეგ:
Aa
Aa

დე ხეა პორტუგალიასთან მატჩის შემდეგ: "მე არავინ მომიკლავს"

პორტუგალიისა და ესპანეთის სუპერმატჩის მთავარი გმირი რა თქმა უნდა კრიშტიანუ რონალდუ იყო, რომელმაც ჰეთ-თრიკის შესრულება შეძლო.

გამორჩეული იყო დიეგო კოშტაც, რომელმაც დუბლი გაიფორმა.

შეხვედრას ჰყავდა ანტიგმირიც - დავიდ დე ხეა. „იუნაიტედის“ გოლკიპერის შეცდომა რომ არა, ესპანეთი დიდი ალბათობით 3 ქულას მოიპოვებდა.

დე ხეამ მატჩის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

“ძალიან წყნარად ვარ და მომდევნო შეხვედრისთვის ვემზადები. ერთი დღე შესაძლოა შენთვის ძალიან ცუდი გამოდგეს, ხოლო მეორე ძალიან კარგი. მე არავინ მომიკლავს.

მწვრთნელისა და თანაგუნდელების ნდობით ბედნიერი ვარ“.

დე ხეამ ლოპეტეგის მოულოდნელ დათხოვნაზეც ისაუბრა: „დღეს იმაზე მეტად გაერთიანებულნი ვართ, ვიდრე ოდესმე. ჩვენ ეს სირთულეები უკვე გადავლახეთ“.

შეგახსენებთ, რომ მეორე ტურში პორტუგალია მაროკოს დაუპირისპირდება, ესპანეთი კი ირანს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები