40 მილიონი 17 წლის ვუნდერკინდში - ''რეალმა'' ბრაზილიელთან 7-წლიანი კონტრაქტი გააფორმა
Aa
Aa

40 მილიონი 17 წლის ვუნდერკინდში - ''რეალმა'' ბრაზილიელთან 7-წლიანი კონტრაქტი გააფორმა

საფეხბურთო კლუბმა მადრიდის ''რეალმა'' ბრაზილიური ''სანტოსიდან'' 17 წლის ვუნდერკინდი როდრიგო შეიძინა. სატრანსფერო თანხა 40 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენს. ხელშეკრულება საკმაოდ გრძელვადიანია, სამხრეთამერიკელმა ესპანურ გრანდთან 7-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

მოთამაშის სრული სახელი და გვარია ასეთია: როდრიგო სილვა დე გოესი.  ფეხბურთელი ''სამეფო კლუბს'' შემდეგ წელს შეუერთდება, როცა ასაკიდან გამომდინარე ლა ლიგაში თამაშის უფლებას მიიღებს.

''რეალმა'' და ''სანტოსმა'' როდრიგოსთან დაკავშირებით  შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვით ფეხბურთელი შეუერთდება ჩვენს კლუბს მას შემდეგ რაც სრულწლოვანი გახდება'' - ვკითხულობთ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის ოფიციალურ ვებგვერდზე.

16 წლის ასაკში როდრიგომ ''სანტოსის'' მაისურით სადებიუტო მატჩი  გასული წლის ნოემბერში ჩაატარა. ბრაზილიის ჩემპიონატში როდრიგომ 9 მატჩში 5 გოლი შეაგდო. აღსანიშნავია სერია ა-ს მე-9 ტურის შეხვედრა ''სანტოსსა'' და ''ვიტორიას'' შორის.  ''სანტოსმა'' 5:2 გაიმარჯვა და როდრიგომ პირველი ტაიმის 9-წუთიან მონაკვეთში ჰეთ-თრიკი შეასრულა (22, 26, 31). შესვენების შემდეგ როდრიგოს ანგარიშზე საგოლე გადაცემაა. ასე რომ მან თავი ბრწყინვალედ წარმოაჩინა.

dailymail-ის ცნობით როდრიგოს შეძენით ''ბარსელონა,'' პსჟ, ''მანჩესტერ იუნაიტედი'' და ''ლივერპული'' ინტერესდებოდნენ.

2017 წლის 23 მაისს ''რეალმა'' ''ფლამენგოდან'' ვინისიუს ჟუნიორი შეიძინა, რომელიც ამჟამად 17 წლისაა და რადგან სრულოვანი არაა კვლავ ბრაზილიის ჩემპიონატში ასპარეზობს. სერია ა-ს 2018 წლის სეზონში ''ფლამენგოს'' მაისურით 12 მატჩში 4 გოლი გაიტანა. სამომავლოდ ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულისთვის ბრაზილიელი ფორვარდები ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები