რონალდუ:
Aa
Aa

რონალდუ: "ეს მრავალწლიანი შრომის შედეგია, საკუთარი თავის ყოველთვის მჯეროდა"

კრიშტიანუ რონალდუმ ესპანეთთან შესრულებული ჰეთ-თრიკის შემდეგ პრესასთან პირველი კომენტარი გააკეთა.

„ეს მრავალწლიანი შრომის შედეგია, საკუთარი თავის ყოველთვის მჯეროდა.

მთელი მატჩის განმავლობაში საკუთარი სახე არ დაგვიკარგავს. ესპანეთის წინააღმდეგ ეს კარგი შედეგია.

მუნდიალის ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტს დავუპირისპირდით და მოპოვებული ქულა ასახავს იმას, რომ ჩვენ სწორად ვმოქმედებდით.

ძალიან ბედნიერი ვარ, ეს იყო ჩემი პირველი ჰეთ-თრიკი მსოფლიო ჩემპიონატზე.

მუნდიალი ახლახან დაიწყო. ეს პირველი მატჩი და პირველი ქულა იყო. ჯერ ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ. ჩვენ კანდიდატები ვართ, მაგრამ არა ფავორიტები. გუნდი თავს კარგად გრძნობს და მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე? ჩემთვის უმთავრესი გუნდური შედეგია. ორჯერ ვიგებდით და საბოლოოდ კარგი შედეგი დავაფიქსირეთ“.

შეგახსენებთ, რომ მეორე ტურში პორტუგალია მაროკოს დაუპირისპირდება, ესპანეთი კი ირანს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები