Aa
Aa

დაუმარცხებელი სერია შეწყდა - საქართველო ფიჯისთან დამარცხდა

წყნარი ოკეანეთის თასის მეორე მატჩში საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 15:37 დამარცხდა ფიჯისთან. ანგარიში საქართველოს ნაკრებმა სოსო მათიაშვილის საჯარიმო დარტყმით გახსნა, რასაც მოჰყვა ფიჯელთა მიერ დადებული ლელო, თუმცა 27-ე წუთზე მათიაშვილის გარდასახვით ანგარიში გათანაბრდა. 

პირველი ტაიმის დარჩენილ დროში საქართველოს ნაკრების ხანგრძლივი იერიში სანდრო თოდუამ ლელოთი დაასრულა. თოდუას მისამართით გადაცემა ლაშა ხმალაძემ შეასრულა. პირველი ტაიმი მილტონ ჰეიგის გუნდმა 15:10 მოიგო.

შესვენების შემდეგ ვითარება რადიკალურად შეიცვალა. ფიჯის ნაკრების ანგარიშზე ოთხი ლელო, ორი ზუსტად შესრულებული გარდასახვა და ერთი საჯარიმო დარტყმაა. მეორე ტაიმში ფიჯიმ სრული უპირატესობა მოიპოვა და საბოლოო ჯამში 37:15 გაიმარჯვა.

ამ მარცხით საქართველოს ნაკრების 7-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია შეწყდა.

ცხელი ამბები