კავაი ლეონარდს
Aa
Aa

კავაი ლეონარდს "სან ანტონიოდან" წასვლა და კარიერის ლოს-ანჯელესში გაგრძელება სურს

ESPN-ის ინფორმაციით „სან ანტონიოს“ ვარსკლავს, კავაი ლეონარდს გუნდიდან წასვლა და კარიერის ლოს-ანჯელესში გაგრძელება სურს. ჯერჯერობით საუბარი მხოლოდ „ლეიკერსზეა“ თუმცა კავაისთვის ბრძოლაში „კლიპერსიც“ აქტიურად ჩაერთვება. გავრცელებული ინფორმაციით ლეონარდი თავს იმედგაცრუებულად გრძნობს და თვლის, რომ გუნდმა იგი დააღალატა და მის ტრავმას არასწორად უმკურნალა.

“San  Antonio Express News”-ის ჟურნალისტის, ჯაბარი იანგის ინფორმაციით კავაიმ „სპურსს“ გაცვლის შესახებ უკვე მიმართა (ჯერჯერობით „სპურსის“ წარმომადგენლებს ეს არ დაუდასტურებიათ) და მისით საკმაოდ ბევრი გუნდია დაინტერესებული. ზემოთხსენებული „ლეიკერსისა“ და „კლიპერსის“ გარდა, ლეონარდის საკუთარ რიგებში ხილვა „ბოსტონს“, „საკრამენტოს“  და „ფილადელფიას“ სურს. საინტერესოა, რომ ESPN-ის ჟურნალისტის იან ბეგლის მიხედვით კავაის გარემოცვას მისი „ნიუ იორკ ნიქსში“ გადაყვანა უნდა.

შეგახსენებთ, რომ ლეონარდს გუნდში დარჩენის შემთხვევაში 5 წლიანი, 219 მილიონიანი კონტრაქტის გაფორმების საშუალება ექნება, ხოლო თუ კავაი „სან ანტონიოს“ დატოვებს მაქსიმალური ანაზღაურების სახით 188 მილიონს მიიღებს, რაც 31 მილიონიანი სხვაობაა. მიუხედავად ამისა ფორვარდთან დაახლოებული წყაროების მიხედვით ფინანსური მხარე მნიშვნელოვან დაბრკოლებას არ წარმოადგენს და კავაი მზადაა „ლეიკერსში“ გაცილებით დაბალი ხელფასის სანაცვლოდ ითამაშოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები