კონორ მაკგრეგორი დანაშაულს ნანობს
Aa
Aa

კონორ მაკგრეგორი დანაშაულს ნანობს

კონორ მაკგრეგორმა აპრილში, ნიუ იორკში მომხდარი ინციდენტის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ჩადენილს ძალიან ნანობს. შეგახსენებთ, რომ UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა მებრძოლების გადასაყვან ტრანსპორტს სხვადასხვა საგნები დაუშინა, რის შედეგადაც რამდენიმე სპორტსმენმა ტრავმა მიიღო.

ირლანდიელი სასამართლოში სამშაბათს თავის გუნდთან ერთად ბრალდებებზე პასუხის გასაცემად გამოცხადდა. ჟურნალისტებთან საუბრისას 29 წლის მაკგრეგორმა აღნიშნა:“ჩემს საქციელს ძალიან ვნანობ. სიტუაციის სერიოზულობას მშვენივრად ვხვდები და იმედი მაქვს ყველაფერი მალე მოგვარდება“.

მაკგრეგორი სასამართლოში 26 ივლისს დაბრუნდება და იმედი აქვს, რომ სასჯელის მოხდა ციხეში არ მოუწევს. თუმცა აღსანიშნავია, რომ სასჯელის ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მას ამერიკაში შესვლა აეკრძალება, რაც მის კარიერას სერიოზული საფრთხის წინაშე დააყენებს.

შეგახსენებთ, რომ დუბლინელს UFC-ში 2015 წლის ნოემბრის შემდეგ არ უჩხუბია. ბოლოს მან მსუბუქი წონის კატეგორიის საჩემპიონო ბრძოლაში ედი ალვარესი დაამარცხა. 29 წლის ირლანდიელი პირველი მებრძოლი გახდა, რომელმაც UFC-ში ორი სხვადასხვა წონითი კატეგორიის ჩემპიონის სტატუსი დაისაკუთრა. კონორმა რამდენიმე თვის წინ ფლოიდ მეივეზერთან იჩხუბა და საკმაოდ დიდი ჰონორარიც მიიღო.

ცხელი ამბები