Aa
Aa

"ჩემი ქომაგები, ჩემი გუნდი, ჩემი სახლი"! ოფიციალურად: გრიზმანი "ატლეტიკოში" რჩება!

ანტუან გრიზმანმა დიდი ხნის ფიქრის შემდეგ როგორც იქნა გადაწყვეტილება მიიღო და ფრანგი ფეხბურთელი მადრიდის "ატლეტიკოში" რჩება!

გრიზმანმა ამის შესახებ თავისი twitter-ის გვერდზე განაცხადა.

როგორც ცნობილი იყო, ფეხბურთელმა "ლაივ რეჟიმის" ფორმატი აირჩია, რომელიც სოციალურ ქსელში მიმდინარეობდა და მას თვალყურს უამრავი ადამიანი ადევნებდა.

გრიზმანმა შემდეგი განაცხადა: "ჩემი ქომაგები, ჩემი გუნდი, ჩემი სახლი"!

"გადავწყვიტე, რომ ვრჩები. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ გუნდი გაიზარდოს, ეს საოცარია. მე არ შემიძლია, რომ ეს ყველაფერი მივატოვო. ხალხს მინდა ვუთხრა, რომ ვრჩები".

შეგახსენებთ, რომ მადრიდის "ატლეტიკომ" რამდენიმე დღის წინ "მონაკოდან" ტომას ლემარი შეიძინა და ეს ყველაფერი გრიზმანის გუნდში დარჩენის წინაპირობად ჩაითვალა.

მთელი თვის განმავლობაში ესპანური პრესა წერდა, რომ გრიზმანმა და "ბარსამ" შეთანხმებას მიაღწიეს და ფრანგი ფეხბურთელი "კამპ ნოუზე" გადასასვლელად ემზადებოდა, თუმცა როგორც ხედავთ "ატლეტიკომ" სიტუაცია რადიკალურად შეცვალა.

ამ წუთიდან "ბარსელონა" შეტევის გასაძლიერებლად სხვა ვარიანტებზე გადაერთვება და საფუძველი მორიგ სატრანსფერო საგას ჩაეყრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები