ფედერაციის თასზე ჩეხებმა იმარჯვეს
Aa
Aa

ფედერაციის თასზე ჩეხებმა იმარჯვეს

ორდღიანი დაპირისპირებები შემდეგ პრაღაში “ფედერაციის თასის” ფინალში ჩეხებმა რუსები 3:2 დაამარცხეს.

პირველ დღეს ჩეხების ლიდერმა პეტრა კვიტოვამ ანასტასია პავლიჩენკოვას 2:6, 6:1, 6:1 მოუგო და ნაკრები 1:0 დააწინაურა. იმავე დღეს რუსეთის ნაკრების ლიდერმა მარია შარაპოვამ კაროლინა პლიშკოვას 6:3, 6:4 აჯობა და ანგარიში 1:1 გახადა. მეორე დღეს ერთმანეთს ორივე ნაკრების პირველი ნომრები პეტრა კვიტოვა და მარია შარაპოვა შეხვდნენ. მატჩი დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა, საბოლოოდ მარიამ პირველი წაგებული სეტის შემდეგ, მაინც შეძლო (3:6, 6:4, 6:2) გამარჯვება და რუსეთის ნაკრები 2:1 დააწინაურა. ჩეხებს ორივე შეხვედრის მოგება სჭირდებოდათ, ხოლო რუსებს ერთის. კაროლინა პლიშკოვამ ანასტასია პავლიჩენკოვას 6:3, 6:4 სძლია და 2:2 გახდა. საუკეთესო ნაკრების ვინაობა წყვილთა თანრიგის შეხვედრას უნდა გაერკვია, სადაც თავდაპირველი მონაცმეებით ლუსი საფაროვას და ბარბა ზაჰლაჰოვა-სტრიცოვას წყვილი მაკაროვა-ვესნინას წყვილს უნდა დაპირისპირებოდა. თუმცა ორივე ნაკრებმა შემადგენლობა შეცვალა და საბოლოდ გადამწყვეტ შეხვედრაში ზაჰლაჰოვა-სტრიცოვა – პლიშკოვას დუეტი ვესნინა-პავლიჩენკოვას წყვილს დაუპირისპირდა. ჩეხებმა მატჩის დასაწყისშივე ბრეიკი შეასრულეს და დაწინაურდნენ. რუსებმა უკუბრეიკი გააკეთეს, რასაც კიდევ ერთი ბრეიკი მიუმატეს და საბოლოოდ გადამყვეტი შეხვედრში დაწინაურდნენ. მეორე სეტში ჩეხებმა უპირატესობა თავიდანვე ხელთ იგდეს და სეტი ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანეს, გადამწვეტ შეხვედრაში დაინიშნა გადამწყვეტი მესამე სეტი, რომელმაც ჩეხეთის ნაკრები “ფედერაციის” თასის მფლობელი გახადა (ჩეხურმა წყვილმა 4:6, 6:3, 6:2 იმარჯვა).

„ფედერაცის თასი“ ყველაზე მეტჯერ (17-ჯერ) ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს მოგებული, თუმცა ისიც უნდა ითქვას რომ ბოლოს ამერიკელებმა აღნიშნული ტურნირი 2000 წელს მოიპოვეს. მეორე ადგილზე ტიტულების რაოდენობით (9-ჯერ) სწორედ ჩეხეთის ეროვნული ნაკრები იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები