სტივენ ჯექსონმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
Aa
Aa

სტივენ ჯექსონმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა

ოთხშაბათს, „გოლდენ სტეიტის“ და „სან ანტონიოს“ ყოფილმა კალათბურთელმა, სტივენ ჯექსონმა, Fox Sport-ის ერთ-ერთ გადაცემაში ლებრონ ჯეიმსი მძაფრად გააკრიტიკა.  ჯექსონი ფინალურ დაპირისპირებას შეეხო და ლებრონის "ტრავმაზე" და მენტალიტეტზე ისაუბრა.

"წარმოდგენა არ მაქვს ტრავმის შესახებ ახლა რატომ საუბრობს, სერია დასრულდა, ვერაფერს შეცვლი. ნატკენი ხელის გამო უკან ვერ დაბრუნდები! პირველი მატჩის შემდეგ ხელის დაფისთვის დარტყმა სწორი გადაწყვეტილება არ იყო! ყველაფერი საკუთარ თავს უნდა დააბრალო! გუნდის ნამდვილი ლიდერები ასეთ გადაწყვეტილებებს არ იღებენ! ლებრონი ეგოისტურად მოიქცა".

"დარწმუნებული ვარ ბოლო მატჩებში ლებრონი გამარჯვებისთვის არ იბრძოდა! მის თამაშში და მოძრაობებში იგივე ენერგია და წარმატების მიღწევის წყურვილი არ იგრძნობოდა. ვთვლი, პრობლემა ჯეიმსის მენტალიტეტია, რაც შეეხება ხელის ტრავმას, ვფიქრობ ლებრონმა დაზიანების შესახებ ძალიან გვიან ისაუბრა და სერიის დასრულების შემდეგ „მოტეხილ ხელზე“ ლაპარაკი 4-0 განადგურების გამამართლებელი მიზეზების პოვნის მცდელობა იყო“.

"ხელის ტრავმა არაფერ შუაშია! ჯეიმსი პირველივე შეხვედრის შემდეგ დანებდა! მან იცოდა, რომ უკეთესი გუნდის წინააღმდეგ ასპარეზობდა და მიხვდა, რომ გამარჯვების შანსი არ ჰქონდა! ბოლომდე არც კი უბრძოლია! „გოლდენ სტეიტმა“ 4-0 გაგანადგურა! მიიღე ისე, როგორც ნამდვილ კაცს შეეფერება და გამამართლებელ მიზეზებზე არ ისაუბრო“!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები