15 სექტემბერი! გენადი გოლოვკინი VS კანელო ალვარესი
Aa
Aa

15 სექტემბერი! გენადი გოლოვკინი VS კანელო ალვარესი

საშუალო წონითი კატეგორიის მსოფლიო ჩემპიონმა გენადი გოლოვკინმა და საყოველთაოდ ცნობილმა კანელო ალვარესმა შეთანხმებას მიაღწიეს და გულშემატკივრებისთვის ოცნებად ქცეული ორთაბრძოლა 15 სექტემბერს, ლას ვეგასში, T-Mobile-ის ცენტრში გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ ქომაგთა საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა, თუმცა შეთანხმების მიღწევა ადვილი ნამდვილად არ ყოფილა. დედლაინამდე ორი საათით ადრე, კანელოს პრომოუტერმა, ESPN-თან საუბრისას განაცხადა, რომ არანაირი ბრძოლა არ შედგებოდა, მაგრამ რამდენიმე საათში „ტვიტერზე“ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ქომაგებს მიღწეული შეთანხმება ახარა.

„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ 15 სექტემბერს კანელოსა და გოლოვკინის დაპირისპირებას ვიხილავთ“.

ცხელი ამბები